გამოიყენება ვულგარული აკნეს დროს, კომედონებით, პაპულებით და პუსტულებით.
შეიცავს 0.1 წ/წ ადაპალენს, 0.2%წ/წ მეთილპარაბენს და 0,5% ფენოქსიეთანოლს, კონსერვანტი საშუალებების სახით.
ვულგარული აკნე კომედონებთ, პაპულებით და პუსტულებით.
ადაპალენი არის ქიმიურად სტაბილური რეტინოიდის მსგავსი ნაერთი. მისი ბიოქიმიური და ფარმაკოლოგიური პროფილი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მახასიათებლებით. პროფილის კვლევებმა აჩვენა, რომ ადაპალენი არის უჯრედების დიფერენციაციის, კერატინიზაციის და ანთებითი პროცესების მოდულატორი, ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ვულგარული აკნეს პათოგენეზისთვის. მექანიკურად, ადაპალენი უკავშირდება სპეციფიკური რეტინოის მჟავას ნუკლეარულ რეცეპტორებს, მაგრამ არ უკავშირდება ციტოზოლური რეცეპტორის ცილას. თუმცა ადაპალენის ზუსტი მოქმედების მექანიზმი უცნობია, მიმდინარე მტკიცებულება აჩვენებს, რომ ადგილობრივად ადაპალენი ანორმალიზებს ფოლიკულური ეპითელური უჯრედების დიფერენციაციას, რაც იწვევს მიკროკომედონების ფორმირების დაქვეითებას.
გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სითბოს, წვის, ქავილის შეგრძნება, სიმშრალე, აქერცვლა ან ჩხვლეტა. შემდეგი დამატებითი გვერდითი რეაქციები აღინიშნა პაციენტების დაახლოებით 1%-ში ან ნაკლებში: კანის გაღიზიანება, წვა/ჩხვლეტა, ერითემა, მზით დამწვრობა, აკნეს მსგავსი გამონაყარი. რეაქციების უმრავლესობა ვითარდებოდა გამოყენების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ ქრებოდა პრეპარატის გამოყენების გაგრძელებისას ან დროებით შეჩერებისას.
გამოყენება ორსულობის დროს: არ არსებობს ორსულ ქალებში ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ორსულობის დროს ადაპალენი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. ორალურად გამოყენებული რეტინოიდები დაკავშირებულია თანდაყოლილ ანომალიებთან. ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას, ადგილობრივი რეტინოიდები განაპირობებს დაბალ სისტემურ ექსპოზიციას, კანიდან მინიმალური აბსორბციის გამო. თუმცა, შესაძლოა არსებობდეს ინდივიდუალური ფაქტორები (მაგ., კანის დაზიანებული ბარიერი, ჭარბი გამოყენება), რაც განაპირობებს მაღალ სისტემურ ექსპოზიციას. T3 ადა გელი უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი უკუჩვენება) ორსულობის დროს ან ქალებისთვის, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. თუ პროდუქტი გამოიყენება ორსულობის დროს ან თუ პაციენტი დაორსულდება პრეპარატის გამოყენებისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გამოყენება ლაქტაციის დროს: უცნობია გამოიყოფა თუ არა პრეპარატი ლაქტატში. რადგან ბევრი პრეპარტი გამოიყოფა ლაქტატში, T3 ადას მეძუძურ ქალებში გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
წაისვით საღამოს, დაბანის შემდეგ, დაზიანებულ ადგილზე. უნდა გამოიყენოთ გელის თხელი ფენა, უნდა მოერიდოთ თვალებს, ტუჩებს და ლორწოვან გარსებს. პაციენტებში, როდესაც აუცილებელი იყო გამოყენების სიხშირის შემცირება ან მკურნალობის დროებით მოხსნა, მიღების განახლება შესაძლებელია მას შემდეგ რაც ჩაითვლება, რომ პაციენტს შეუძლია მკურნალობის ატანა. თუ პაციენტები იყენებენ კოსმეტიკას, ის უნდა იყოს არა-კომედოგენური და არა-ასტრინგენტული.
კონტეინერი შეინახეთ კარგად დახურული. ინახება არა უმეტეს 30 ⁰C ტემპერატურაზე.