ჩვენება: - მცირე ზომის ჭრილობები (დაჟეჟილობა, ნაკაწრი, ნაკბენი) - პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდის ჭრილობები - პირველი ხარისხის დამწვრობა - კანის ჩირქოვანი დაავადებები (ფურუნკული, კარბუნკული, პიოდერმია,ინფიცირებული ეგზემა,პანარიციუმი,პანდაქტილიტი, აბსცესი, ფლეგმონა,ჰიდრადენიტი, ფოლიკულიტი, იმპეტიგო და ა.შ.) - მეორადი ინფექციებით გართულებული რინიტი და გარეგანი ოტიტი
გამოყენების წესი და დოზირება: გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად კანზე წასასწმელად. მაქსიბიოტიკის წასმამდე უნდა მოხდეს კანის ზედაპირის გასუფთავება. მალამო კანზე დაიტანება დღეში 2-5-ჯერ. მალამოს წასმის შემდეგ შესაძლებელია კანის ზედაპირის ღიად დატოვება ან საფენით შეხვევა. გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - 7 დღე.
უკუჩვენება: - ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა მალამოს შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ - ბავშვთა ასაკი 12 წლამდე - კანის ფართო უბნის დაზიანება, ღრმა და სველი ჭრილობა - სმენის ნერვის დაზიანება და თირკმლის დაავადებები - მიასთენია - არ გამოიყენება თვალზე წასასმელად
გვერდითი ეფექტები: მაქსიბიოტიკის ფონზე ძალზედ იშვიათად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება და კანის გაღიზიანების სხვა სიმპტომები.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მაქსიბიოტიკის გამოყენება არ არის შესწავლილი.
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 30რC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.