ლავენდა კრემი
ინგრედიენტები: ყოველი გრამი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ბეტამეტაზონის დიპროპიონატი - 0.64 მგ ; კლოტრიმაზოლი - 10.0 მგ ; გენტამიცინის სულფატი - 1.0 მგ
შემავსებლები (კონსერვანტები) : მეთილპარაბენი - 1.0 მგ ; პროპილპარაბენი - 0.5 მგ
სხვა დამხმარე ნივთიერებები: სტეარილის სპირტი, ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი მსუბუქი პარაფინი, პროპილენ გლიკოლი, სორბიტან სტეარატი, პოლისორბატი 60, ბუტილჰიდროქსიტოლუენი, გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები:
ანთებითი დერმატიტები: ეგზემა, დისჰიდროზი, პაპულური დერმატიტი, ბუდობრივი ალოპეცია, ფსორიაზი და ქერტლი.
კანის სოკოვანი ინფექციები: ტერფის მიკოზი, ნაირფერი პიტირიაზი, დერმატოფიტოზი.
კანის ბაქტერიული ინფექციები, ზედაპირული დამწვრობები და ჭრილობები.
დოზირება და მიღების წესი
დღეში ორჯერ წაისვით კრემის საკმარისი რაოდენობა ისე, რომ დაზიანებული უბნები მთლიანად დაიფაროს.
გაფრთხილებები:
უკუჩვენებები:
- ჭრილობები ან ლორწოვანი გარსები
- პაციენტები ბაქტერიებით გამოწვეული კანის ინფექციებით (მაგ., კანის ტუბერკულოზი, სიფილისი), სოკოვანი ინფექციებით (მაგ., კანდიდოზი, დერმატოფიტოზი), ვირუსული ინფექციებით (მაგ., ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, ვაქცინის ვირუსი) ან პარაზიტებით (მაგ., მუნი, პედიკულოზი) (შესაძლოა გააუარესოს სიმპტომები)
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აღნიშნული პრეპარატის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ
- ეგზემური გარეთა ოტიტის მქონე პაციენტები დაფის აპკის პერფორაციით (შესაძლოა შეაფერხოს პერფორაციის შეხორცება)
- პაციენტები წყლულებით (ბეჰჩეტის დაავადების გარდა), მეორე ხარისხის ღრმა ან უფრო მაღალი ხარისხის დამწვრობებით, ან მოყინვით (შესაძლოა შეაფერხოს კანის რეგენერაცია და შეანელოს შეხორცების პროცესი)
- პაციენტები პერიორალური დერმატიტით, ჩვეულრებრივი აკნეთი ან როზაცეათი
- პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების (მაგ., სტრეპტომიცინი, კანამიცინი, გენტამიცინი, ნეომიცინი) ან ბაციტრაცინის მიმართ
- პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა (ჯვარედინი ალერგია) იმიდაზოლის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
- ორსული ან შესაძლო ორსული პაციენტები და მეძუძური დედები.
- ჩვილები და ბავშვები.
- პაციენტები, რომლებსაც აქვთ პროპილენგლიკოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის ისტორია, რადგან ეს პრეპარატი შეიცავს მას.
შენახვის პირობები:
ინახება ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.