კლოტრიმაზოლი BP კრემი 1% 20გრ ტუბი #1
კლოტრიმაზოლი BP კრემი 1% 20გრ ტუბი  #1

კლოტრიმაზოლი BP კრემი 1% 20გრ ტუბი #1

ინდოეთი

ნაბროს ფარმა
პროდუქტის შესახებ

შემადგენლობა: 1 გ კრემი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: კლოტრიმაზოლი BP 1.0%w-w კრემის ფუძე Q.S. დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი; პროპილპარაბენი; დინატრიუმის EDTA; ბუთილ ჰიდროქსიტოლუენი; ცეტოსტეარილის სპირტი; თეთრი რბილი პარაფინი; მსუბუქი თხევადი პარაფინი; პროპილენგლიკოლი; ბენზილის სპირტი
გამოხდილი წყალი.

ჩვენებები: გამოიყენება კომბინირებული მკურნალობის შემადგენლობაში ყურის ინფექციების დროს. კლოტრიმაზოლის კრემი გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისათვის კანდიდოზის დროს, რომელიც გამოწვეულია ?andida albicans-ის მიერ. შემომსალტველი ლიქენის დროს, რომელიც გამოწვეულია Malassezia furfur-ის მიერ.
აგრეთვე გამოიყენება ადგილობრივი მკურნალობისთვის შემდეგი დერმალური ინფექციების დროს: tinea pedis, tinea cruris, tinea corporis, რომლებიც გამოწვეულია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, da Microsporum canis- ის მიერ. კანის სოკოვანი დაავადებები, გამოწვეული მიკრობებით, რომლებიც მგრძნობიარე არიან კლოტრიმაზილის მიმართ (მათ შორის, დერმატოფიტები, ზედაპირული მიკოზები).

დოზირების რეჟიმი: კლოტრიმაზოლი გარეგანი გამოყენებისათვის უნდა წაისვან თხელ ფენად კანის დაზიანებულ უბანზე და კარგად შეიზილონ. გამოიყენება 2-3 ჯერ-დღეში. ერთჯერადი დოზა განისაზღვრება დაზიანებული ზედაპირის ზომით და შეადგენს 5მმ ზოლს.
რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში სუბიექტური სიმპტომების გაქრობიდან. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა დერმატომიკოზებისას შეადგენს 3-4 კვირას; ქერცლისებრი სირსველისას-1-3 კვირა. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება, მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში, მაშინ საჭიროა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები: პრეპარტი უკუნაჩვენებია კლოტრიმაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, ორსულობის I ტრიმესტრში. კლოტრიმაზოლის კრემი გარეგანი გამოყენებისათვის უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. კრემი არ გამოიყენება სკალპის და ფრჩხილის ინფექციის დროს.


განსაკუთრებული მითითებები: გაფრთხილება: ძირითადი უსაფრთხოების ზომები: იმ შემთხვევაში, როდესაც კლოტრიმაზოლის კრემით მკურნალობისას აღინიშნება გაღიზიანების ან მომატებული მგრძნობელობის ეპიზოდები, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და მკურნალობის სხვა მეთოდის შერჩევა.

ინფორმაცია პაციენტებისთვის: საჭიროა მკურნალობის სრული კურსის ჩატარება იმ შეთხვევაში, როდესაც აღინიშნება მხოლოდ სიმპტომების გაუმჯობესება.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ მკურნალობის სრული კურსის ჩატარების მიუხედავად კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება.
მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ოკლუზიური სახვევების და შებოჭილი ტანსაცმლის ხმარება.
უნდა მოერიდონ ინფიცირების ახალ წყაროებს და რეინფიცირების წყაროებს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის წასმა კანზე თვალის არეში. თუ კანის დაავადების სიმპტომები არ ქრება 4 კვირის განმავლობაში უნდა გადამოწმდეს დიაგნოზი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის ორსულობის II და II ტრიმესტრში დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხს გადაწყვეტს ექიმი ინდივიდუალური კონსულტაციის შემდეგ. უნდა დაიცვან სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის წასმა უშუალოდ სარძევე ჯირკვალზე არ არის რეკომენდებული.

დოზის გადაჭარბება: პრეპარატის დაბალი აბსორბციის შედეგად დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კლოტრიმაზოლთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება სხვა სოკოს საწინააღმდეო პრეპარტების ეფექტურობა. რ-ჰიდროქსიბენზოინის მჟავას პროპილის ეთერი მაღალ კონცენტრაციებში აძლიერებს კლოტრიმაზოლის ანტიმიკრობულ მოქმედებას. დექსამეტაზონი მაღალ დოზებში თრგუნავს კლოტრიმაზოლის
სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 25C ტემპერატურამდე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნაბროს ფარმა
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
კლოტრიმაზოლი
დოზა
1%
ფორმა
კრემი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი