კლოტრიმაზოლი ხსნარი 1% 25მლ ფლაკონი #1
კლოტრიმაზოლი ხსნარი 1% 25მლ ფლაკონი #1

კლოტრიმაზოლი ხსნარი 1% 25მლ ფლაკონი #1

უკრაინა

ბორშაგოვსკი
პროდუქტის შესახებ
მოქმედი ნივთიერება: კლოტრიმაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის 1%: ფლაკონში 15 მლ

1 მლ 1 ფლ

კლოტრიმაზოლი .................... 10 მგ 150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

იზოპროპილის მირისტატი, 100 მლ-მდე უწყლო ეთანოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდგეო საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. პრეპარტი მცირე დოზებში ავლენს ფუნგისტატურ მოქმედებას (Epidermophyton spp.,Trichophyton spp., Microsporum spp.). მის მიმართ მგრძნობიარეა საფუარას მსგავსი სოკოები, ობის სოკოები, დიმორფული სოკოები. პრეპარატი მაღალ კონცენტრაციებში ავლენს ფუნგიციდურ, აგრეთვე სუსტად გამოხატულ ანტიბაქტერიულ მოქმედებას.

კანიდან შეწოვა არ აჭარბებს 1%-ს. ლორწოვანიდან - 3%-ს.

ჩვენებები:

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი;
ონიქომიკოზი;
თავის, ტანის, საზარდულის მიდამოს, ხელისგულის და ფეხის ტერფის დერმატომიკოზები;
ტრიქოფიტია;
შემომსალტველი ლიქენი და ერითრაზმები.
მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის რამდენიმე წვეთი შეიზილება კანის დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში. მწვავე სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება 4 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ალერგიული რეაქციები: წვა, ქავილი, კანის გაღიზიანება, ეპიდერმისის აქერცვლა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

პრეპარატის გამოყენება თვალის მიდამოში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

* 11 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

* ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ლაქტაციის პერიოდში ინიშნება სიფრთხილით.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერდოზირება ნაკლებად სავარაუდოა პრეპარატის მცირე აბსორბციის უნარის გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გარეგანი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან, ასევე დექსამეტაზონთან ერთდროული გამოყენება ამცირებს პრეპარატის ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბორშაგოვსკი
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
კლოტრიმაზოლი
დოზა
1%
ფორმა
ხსნარი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
25მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი