ჯეტექს კრემი 25მგ+25მგ 5გრ ტუბი
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 გრამი კრემი 25 მგ ლიდოკაინს და 25 მგ პრილოკაინს შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: პოლიოქსიეთილენის ცხიმოვანი მჟავის ეთერი, პოლიაკრილის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
ჩვენება:
ჯეტექსის კრემი, ეს არის ადგილობრივი საანესთეზიო (გამაყუჩებელი) საშუალება, რომელიც განკუთვნილია კანის ზედაპირზე გარეგანი გამოყენებისთვის. კრემის გამოყენება, გამოყენების მიდამოში მგრძნობელობის დროებით დაკარგვას უზრუნველყოფს, თუმცა აღნიშნულ მიდამოში შეხებისას მგრძნობელობა მაინც შენარჩუნებულია. ჯეტექსის კრემი, გამოიყენება კანის ზედაპირზე, გენიტალურ (სასქესო ორგანოებზე), ლორწოვან გარსებზე და კიდურების წყლულებზე.
ჯეტექსის კრემი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია შეფუთვაში მოთავსებული 1 ცალი 5 გ ანდა 15 გ ტუბით.
- ჯეტექსის კრემი, ინექციების გაკეთებამდე ანდა კანზე მცირე ქირურგიულ ჩარევამდე, კანის გარე ზედაპირზე ტკივილის შემცირების მიზნით გამოიყენება.
- ჯეტექსის კრემი, ასევე გამოიყენება ქირურგიულ ჩარევამდე ანდა სხვა ლოკალური ანესთეზიკების ინექციების გაკეთებამდე სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე.
- ჯეტექსის კრემი, ასევე გამოიყენება კიდურების წყლულების დამუშავებამდე ტკივლების შემცირების მიზნით.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ჯეტექსის კრემის ზოგადი გამოყენების დოზებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია აღნიშნულ ნაწილში. ექიმი, გამოყენებისთვის საჭირო დოზას განსაზღვარვს. თუ, ამ წამლის ეფექტის სრული მიღება გსურთ, ამ ნაწილში მოცემულ ინფორმაციას სრულად გაეცანით და გაითვალისწინეთ.
ტუბის სახურავზე არსებული მახვილი წვერის გამოყენებით, ტუბის ზედა აპკი გახვრიტეთ.
- ჯეტექსის კრემის კანის ზედაპირზე გამოყენება:
კრემის, ხის პატარა შპადელის დახმარებით კანის ზედაპირზე თხელი ფენის სახით გადაანაწილეთ და პლასტიკური სახვევით ანდა ჰაერ-გაუმტარი მასალით ზედაპირი დაფარეთ.
კანის ზედაპირის მცირე მიდამოებში ჩარევების, მაგალითად ნემსის ჩხვლეტის ანდა კანზე ლოკალური ქირურგიული ჩარევებისას: სულ ცოტა 1 საათის და მაქსიმუმ 5 საათის განმავლობაში, კანის ზედაპირის 10 სმ2 მონაკვეთში დაახლოებით 2 გ კრემი გამოიყენეთ და ზედაპირზე დახურული სახვევი დაადეთ.
საავადმყოფო პირობებში უფრო ღრმა ანესთეზიის საჭიროებისას, მაგალითად, კანის დაზიანებულ (არ არსებულ) მიდამოში ჯანმრთელი კანის ფრაგმენტის მოთავსება ანდა კანის ბიოფსიის მსგავსი ჩარევა, კანის უფრო ვრცელი ფართის ჩარევები: სულ ცოტა 2 საათის და მაქსიმუმ 5 საათის განმავლობაში, კანის ზედაპირის 10 სმ2 მონაკვეთში სქელი ფენის სახით დაახლოებით 1.5-2 გ კრემი გამოიყენეთ და ზედაპირზე დახურული სახვევი დაადეთ.
სხეულის ვრცელ მიდამოებში, ახლად გაპარსული კანის ზედაპირები (რეკომენდირებული მაქსიმალური სამკურნალო ფართია: 600 სმ2 კანის ზედაპირი, რომელიც 30x20 სმ- იანი, დაახლოებით A4 ზომის ქაღალდის სიდიდის შესაბამისია): კრემი, სულ ცოტა 1 საათის და მაქსიმუმ 5 საათის განმავლობაში გამოიყენეთ. მაქისმალური რეკომენდირებული დოზაა: 60 გრ კრემი. - ჯეტექსის კრემის გამოყენება კანის ზოგიერთი პრობლემების დროს
თუ, ატოპიური დერმატიტი ანდა მოლუსკების (კანის ზედაპირზე პატარა კვერცხების განვითარებით მიმდინარე დაავადება) მსგავის კანის პრობლემები გაქვთ, კრემის გამოყენების ხანგრძლივობა დაახლოებით 15-30 წუთი ანდა უფრო ხანმოკლე დრო უნდა იყოს.
- ჯეტექსის კრემის გენიტალურ (გამრავლების ორგანოები) ორგანოების ლორწოვან გარსზე ანდა გენიტალურ მიდამოს კანზე გამოყენება:
გენიტალური მიდამოს ლორწოვანი გარსი:
გენიტალური მეჭეჭების ამოკვეთის მსგავსი ლოკალური დაზიანებების ქირურგიული ჩარევისას: ჯეტექსის კრემი, ქირურგიულ ჩარევამდე 5-10 წუთით ადრე თქვენი ექიმის ანდა ექთნის მიერ უნდა იქნას კანის ზედაპირზე გადატანილი. ჯეტექსის კრემის ნორმალური დოზა 5-10 წუთიანი ჩარევებისთვის არის 5-10 გ კრემი. კანის ის ზედაპირის, სადაც კრემი იქნა გამოყენებული ზემოდან უნდა დაიფაროს. დახურული ნახვევის დადება საჭირო არ არის. შემდეგ მაშინვე ჩარევა უნდა იქნას დაწყებული. ის პირები, რომელიც ახორციელებენ კრემის კანის ზედაპირზე გადატანას ანდა მოცილებას, მგრძნობელობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, კრემთან კონტაქტს უნდა მოერიდონ.
მამაკაცის გენიტალური ორგანოების კანი: ლოკალურ ანესთეზიამდე, ექიმის მიერ განსაზღვრულ მიდაოებში ხდება კრემის გამოყენება. კრემის ნორმალური დოზა: 15 წუთის განმავლობაში 10 სმ2 იან მონაკვეთში 1 გ კრემია.
ქალის გენიტალურ ორგანოების კანი: ლოკალურ ანესთეზიამდე, ექიმის მიერ განსაზღვრულ მიდაოებში ხდება კრემის გამოყენება. კრემის ნორმალური დოზა: 60 წუთის განმავლობაში 10 სმ2 იან მონაკვეთში 1-2 გ კრემია. - ჯეტექსის კრემის გამოყენება ფეხის წყლულების დროს
კრემის, კიდურებზე არსებული წყლულის ზედაპირზე გადატანის შემდეგ, ზედაპირი იფარება პლასტიკური საფარით ისე, რომ ჰაერი არ გატარდეს. გამოყენების ხანგრძლივობა სულ ცოტა 30 წუთია. 60 წუთიანი გამოყენების შემთხვევაში, ანესთეზიაც უფრო ძლიერი იქნება. კრემი, მარლით მოაცილეთ. კრემის მოცილებისთანავე, შეიძლება წყლულების დამუშავების პროცედურაზე გადასვლა.
ფეხის წყლულების დროს: 10 სმ2 იან მონაკვეთში დახლოებით 1-2 გ კრემი ან მაქისმუმ 10 გ ჯეტექსისR კრემი, სქელი შრის სახით გადაიტანება კანი ზედაპირზე. ფეხის წყლულების დამუშავებამდე, ჯეტექსისR კრემის გამოყენება შესაძლებელია 1-2 თვის განმავლობაში 15 ჯერ ანდა მეტი სიხშირით.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კრემის გამოყენება შესაძლებელია: კანის ზედაპირზე, გენიტალური მიდამოების ლორწოვან გარსზე ანდა გენიტალური მიდამოს კანზე, ასევე ფეხებზე არსებულ წყულლების ზედაპირზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: - ჯეტექსის კრემის კანის ზედაპირზე გამოყენება:
კანის მცირე მონაკვეთებზე საჭირო ჩარევებისთვის, მაგალითად, ნემსის ჩხვლეტა და ლოკალური დაზიანების ქირურგიული მკურნალობისას, კანის 10 სმ2 იან მონაკვეთში დაახლოებით 1 გ კრემი სქელი ფენის სახით გადაიტანება და დახურული სახვევით დაიფარება. დოზამ, 10 სმ2 /1გ არ უნდა გადააჭარბოს და გამოყენების ზედაპირის ფართის მიხედვით გამოითვლება.
ახალშობილები და 3 თვემდე ასაკის ბავშვები:
მაქსიმუმ 10 სმ2 იან მონაკვეთში, მაქსიმუმ 1 გ კრემი გამოიყენეთ. კრემის გამოყენების ხანგრზლივობამ 1 საათს არ უდნა გადააჭარბოს.
3-12 თვის ასაკის ბავშვები:
მაქსიმუმ 20 სმ2 იან მონაკვეთში, მაქსიმუმ 2 გ კრემი გამოიყენეთ. კრემის გამოყენების ხანგრძლივობა 1 საათია.
1-6 წლის ასაკის ბავშვები:
მაქსიმუმ 100 სმ2 იან მონაკვეთში, მაქისმუმ 10 გ კრემი გამოიყენეთ. კრემის გამოყენების ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია.(მაქსიმუმ 5 საათი).
6-12 თვის ბავშვები:
მაქსიმუმ 100 სმ2 იან მონაკვეთში, მაქისმუმ 10 გ კრემი გამოიყენეთ. კრემის გამოყენების ხანგრძლივობა დაახლოებით 1 საათია. (მაქსიმუმ 5 საათი).
- ჯეტექსის კრემის გამოყენება კანის ზოგირთი სახის პრობლემის დროს:
ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ბავშვებში მოლუსკების მოცილებისთვის, რეკომენდირებულია: ჯეტექსის კრემის გამოყენება 30 წუთის განმავლობაში. - ჯეტექსის კრემის გამოყენება გენიტალური (გამრავლების ორგანოების) ლორწოვანი გარსების ანდა სასქესო ორგანოების კანის ზედაპირზე:
ჯეტექსის კრემის გამოყენება ბავშვების სასქესო ორგანოების მიდამოებში არ შეიძლება.
თუ,ფიქრობთ, რომ ჯეტექსის კრემის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ჯეტექსის კრემის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:
კრემის დიდი რაოდენოთ გამოყენებისას, შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ მოცემული ნიშნები: ტუჩებსა და პირის ირგვლივ დაბუჟება, გაბრუება, თავბრუსხვევა და ზოგჯერ მხედველობის შემღვრევა. თუ, აღნიშნულთაგან რომელიმე ნიშანი თქვენთან გამოვლინდება და ჯეტექსის კრემის დიდი რაოდენობა გაქვთ გამოყენებული, მაშინვე თქვენს ექიმს მიმართეთ ანდა სამედიცინო დაწესებულების ემერჯენსის განყოფილებას გაესაუბრეთ. ჯეტექსის კრემის, ექიმის მიერ გამოწერილი დოზით გამოყენებისას, ტოქსიკური ეფექტი არ გამოვლენილა.
დიდი რაოდენობის ჯეტექსის კრემის სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, მწვავე მეტჰემოგლობინემიის რისკი იზრდება. მეტჰემოგლობიმენიის მაჩვენებელი შეიძლება იყოს (კანის რუხი-ცისფერი ფერის მიღება) ციანოზი. აღნიშნული მდგომარეობის მკურნალობა შესაძლებელია მეთილენის ლურჯის ვენაში ინექციით.
თუ, ჯეტექსის კრემის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ჯეტექსის კრემის გამოყენება დაგავიწყდებათ:
თუ, კრემის დროული გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, გამოიყენეთ და შემდეგ ჩვეული გეგმით კრემის გამოყენება გააგრძელეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
მოვლენები, რომელიც ჯეტექსის კრემის მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
აღნიშნული პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
შენახვა:
ჯეტექსის კრემი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
ჯეტექსის კრემი, <25 C ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.
წამალი არ გაყინოთ.