ამოროლფინი მუსმანი 5% ნაჩვენებია ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების მკურნალობის დროს.
აქტიური სუბსტანცია არის: ამოროლფინი, როგორც ჰიდროქლორიდი. ამოროლფინი მუსმანი 5% შეიცავს ამოროლფინის 50 მგ/მლ-ს (55.74 მგ ამოროლფინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი).
სხვა ინგრედიენტებია: ამონიო მეთაკრილატის კოპოლიმერი A, ტრიაცეტინი, ბუტილის აცეტატი და ეთანოლი.
ამოროლფინი მუსმანი 5% გამოიყენება ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
ამოროლფინი მუსმანი 5% შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ამოროლფინს (როგორც ჰიდროქლორიდს), რომელიც მიეკუთვნება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. ის კლავს ფრჩხილის ინფექციების გამომწვევ მრავალი სახეობის სოკოს.
ამოროლფინი მუსმანი 5% ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ამოროლფინი მუსმანი 5% უნდა წაისვათ დაზიანებულ ხელის ან ფეხის ფრჩხილებზე კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ფრჩხილის დაინფიცირებული უბანი, მათ შორის ფრჩხილის ზედაპირი მაქსიმალურად გაქლიბეთ იმ ქლიბით, რომელიც თან ახლავს პროდუქტს.
გაფრთხილება: დაზიანებულ ფრჩხილებზე გამოყენებული ქლიბი არ გამოიყენოთ ჯანმრთელ ფრჩხილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გავრცელდეს ინფექცია. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ თქვენი ქლიბით სხვამ არ ისარგებლოს.
ფრჩხილის ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ ტამპონები, რომლებიც თან ახლავს პროდუქტს. ყოველ დაზიანებულ ფრჩხილზე გაიმეორეთ ზემოთ მოცემული 1-ლი და მე-2 მითითებები.
ფრჩხილის ლაქის შემცველ ბოთლში ჩადეთ მრავალჯერადი გამოყენების აპლიკატორი. ლაქი არ უნდა მოხვდეს ბოთლის კიდეს მის წასმამდე.
წაისვით ფრჩხილის ლაქი თანაბრად ფრჩხილის მთელ ზედაპირზე. ყოველ დაზიანებულ ფრჩხილზე გაიმეორეთ ზემოთ მოცემული მე-3 და მე-4 მითითებები.
დამუშავებული ფრჩხილი (ფრჩხილები) უნდა გაიშროთ დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
კოსმეტიკური ფრჩხილის ლაქის წასმა შეიძლება მინიმუ 10 წუთის შემდეგ.
პროდუქტთან ერთად მოთავსებული აპლიკატორები განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის. თუმცა, აუცილებელია მათი სრულყოფილად გაწმენდა ყოველი პროცედურის შემდეგ იმავე ტამპონით, რომელიც გამოიყენეთ ფრჩხილის გაწმენდისას. მოერიდეთ ტამპონის შეხებას ახლად დამუშავებულ ფრჩხილებთან. ლაქის ბოთლს კარგად დაახურეთ თავსახური. ტამპონი ფრთხილად გადააგდეთ, ვინაიდან ის აალებადია.
ამოროლფინი მუსმანი 5%-ის ხელახლა გამოყენებამდე, ტამპონით მოიცილეთ ძველი ლაქი, შემდეგ, აუცილებლობისას, ისევ გაქლიბეთ ფრჩხილი.
ლაქი ხელახლა წაისვით ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით.
გაშრობის შემდეგ შეგიძლიათ ხელების დაბანა წყლით და საპნით. თუ გესაჭიროებათ ქიმიური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა საღებავის გამათხელებელი ან გამხსნელები, თითის ფრჩხილებზე ლაქის დასაცავად გაიკეთეთ რეზინის ან ჰერმეტული ხელთათმანები.
მკურნალობის დროს უნდა მოერიდოთ ფრჩხილის ლაქის ან ხელოვნური ფრჩხილების ტარებას.
მნიშვნელოვანია, რომ ამოროლფინი მუსმანი 5%-ის გამოყენება გააგრძელოთ იმ დრომდე, ვიდრე ინფექცია არ გაივლის და კვლავ ჯანმრთელი ფრჩხილები არ გაიზრდება, რასაც ჩვეულებრივ სჭირდება 6 თვე თითის ფრჩხილების შემთხვევაში და 9-12 თვე ფეხის ფრჩხილების შემთხვევაში. სავარუდოდ, ექიმი ყოველ 3 თვეში შეამოწმებს მკურნალობის მიმდინარეობას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ სიცხისაგან დაცულ ადგილას (შეინახეთ 30 C-მდე).
ბოთლი შენახვისას მჭიდროთ უნდა იყოს თავდახურული. გახსნის შემდეგ პროდუქტი ინახება მაქსიმუმ 6 თვე.