აკნეტი გელი 30გრ ტუბი #1

აკნეტი გელი 30გრ ტუბი #1

თურქეთი

ვემ ილაჩ სანაი

აკნეტი გელი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი აკნეს სამკურნალოდ და ეფექტურია არაანთებითი და ანთებითი დაზიანებების მკურნალობისას.

პროდუქტის შესახებ

აკნეტი გელი 30გრ ტუბი

შემადგენლობა:

​მოქმედი ნივთიერება: 1 გ გელი შეიცავს 0.5 მგ იზოტრეტინოინს და 20 მგ ერითრომიცინს აქტიური სუბსტანციის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ბუთილჰიდროქსითოლუენი (E321) და სპირტი (96%).


ჩვენება:

​აკნეტი გელი არის აკნეს (ლაქების) სამკურნალო პრეპარატი 30 გ ლამინირებულ ტუბში, რომელიც შეიცავს იზოტრეტინოინს და ერითრომიცინს მოქმედი ნივთიერების სახით.
აკნეტი გელი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი აკნეს სამკურნალოდ და ეფექტურია არაანთებითი და ანთებითი დაზიანებების მკურნალობისას.

გამოყენება:

​აკნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები.
გელი გამოიყენეთ ერთხელ ან ორჯერ დღეში. ზოგ შემთხვევაში, აკნეტის სრული ეფექტისთვის შეიძლება საჭირო იყოს 6-8 კვირა.

როგორ უნდა წაისვათ აკნეტი:
გაწმინდეთ კანი და წაისვით აკნეტი გელის თხელი ფენა სამკურნალო უბანზე. დაიბანეთ ხელები გელის გამოყენების შემდეგ.
გაღიზიანების შემთხვევაში შეგიძლიათ დამატენიანებლის გამოყენება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმულები:
ვინაიდან აკნე ვულგარისი არ აღენიშნებათ ხანდაზმულებს, აკნეტთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს.


ორსულობა:

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ აკნეტი, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას. ექიმისგან მიიღებთ დამატებით ინფორმაციას.
მკურნალობის პერიოდში შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპტივები. მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება:

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ აკნეტი ძუძუთი კვების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება:

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე აკნეტის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არსებობს. თუმცა, სავარაუდოდ, მას არ აქვს რაიმე სერიოზული გავლენა.


შენახვის პირობები:

შეინახეთ აკნეტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ აკნეტი ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25C-ზე.
აკნეტის გამოყენების შემდეგ მჭიდროთ დაახურეთ ტუბს თავსახური. გელის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით დარწმუნდით, რომ თავსახური სწორად მოერგო ტუბს.
ვინაიდან აკნეტი შეიცავს აალებად ნივთიერებებს, შეინახეთ ის ცეცხლისგან, ალისგან ან მაღალი ტემპერატურისგან დაცულ ადგილზე.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვემ ილაჩ სანაი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ერითრომიცინი+იზოტრეტინოინი
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | აკნეტი გელი 30გრ ტუბი #1