აკნელეკი კრემი 0.1% 30გრ ტუბი #1
აკნელეკი კრემი 0.1% 30გრ ტუბი #1

აკნელეკი კრემი 0.1% 30გრ ტუბი #1

პოლონეთი

ელფა

გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იუვენილური აკნეს (Acne vulgaris), კომედონალური და მაკულოპაპულური გამონაყარის სამკურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

აკნელეკი კრემი 0.1% 30გრ ტუბი

შემადგენლობა:

​პრეპარატის მოქმედი ნივთიერება - ადაპალენი.
1 გ კრემი შეიცავს 1 მგ ადაპალენს.

სხვა ინგრედიენტები: მეთილპარჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარჰიდროქსიბენზოატი (E 216), დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, კარბომერი 974 P, მეთილგლუკოზის ჰექსოსტეარატი, მაკროგოლი 20 მეთილგლუკოზის ჰექსოსტეარატი, სკვალანი, ციკლომეთიკონი 5, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.


ჩვენებები:

​აკნელეკის კრემი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს ადაპალენს, რომელიც მოქმედებს რეტინოიდების მსგავსად (ძლიერმოქმედი წამლების ჯგუფი, რომლებიც გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ).
ადაპალენი კანზე ადგილობრივად დატანისას, ხელს უწყობს ეპიდერმისის კერატინიზაციისა და დიფერენციაციის პროცესების ნორმალიზებას, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას და ამცირებს ანთებით ცვლილებებს (პაპულები და პუსტულები).
ადაპალენს გააჩნია უფრო ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ვიდრე რეტინოიდებს.
აკნელეკი, ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იუვენილური აკნეს (Acne vulgaris), კომედონალური და მაკულოპაპულური გამონაყარის სამკურნალოდ.


გამოყენება:

​ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ექიმის რჩევის მიხედვით. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

აკნელეკის კრემი დატანილი უნდა იქნას დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს. მკურნალობას იწყებენ პრეპარატის მცირე რაოდენობის კანზე დატანით, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ არეზე, აგრეთვე ნასოლაბიურ ნაკეცებზე მოხვედრის გარეშე, დაბანიდან და პირსახოცით კანის გაწმენდიდან 10-15 წუთის შემდეგ. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.
თუ მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ გამოჯანმრთელება არ მოხდა, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

გამოყენება ბავშვებისთვის:
აკნელეკის კრემი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის.


ორსულობა, ძუძუთი კვება და გავლენა ფერტილობაზე:

​პრეპარატი აკნელეკის კრემი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს ან თუ პაციენტი გეგმავს დაორსულებას. დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

ძუძუთი კვება:
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის. თუ ექიმი გირჩევთ პრეპარატის გამოყენებას ძუძუთი კვების დროს, არ წაისვათ აკნელეკის კრემი გულმკერდის არეში, რათა თავიდან აიცილოთ ბავშვის კონტაქტი პრეპარატთან.


სატრსანპორტო საშუალებების ტარება და მექანიზმებთან მუშაობა:

არ ყოფილა აღმოჩენილი აკნელეკის კრემის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის უნარზე და ფსიქო/ფიზიკურ მდგომარეობაზე.


შენახვა:

​პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. ტუბის პირველი გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადა შეადგენს 6 თვეს.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ელფა
ქვეყანა
პოლონეთი
ჯენერიკი
ადაპალენი
დოზა
0.1%
ფორმა
კრემი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | აკნელეკი კრემი 0.1% 30გრ ტუბი #1