პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - triamcinolone
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები პერორალური გამოყენებისათვის
1 ტაბ. ტრიამცინოლონი . . . . . 4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა 200 მგ, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
მიღების წესები და დოზები
ინდივიდუალურად, დაავადებისა და მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება საღდეღამისო რიტმის შესაბამისად; ჩვეულებრივ – დღეში ერთხელ, დილით. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ტრიამცინოლონის უფრო ხშირი მიღებაც. მოზრდილები: 4 მგ-დან 48 მგ-მდე დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე. ბავშვები: 0.1 მგ-დან 0.5 მგ-მდე სხეულის მასის ერთ კილოგრამზე, დღე-ღამეში ერთხელ ან რამდენჯერმე. პრეპარატის მიღების გამოტოვის შემთხვევაში აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მისი მიღება. მაგრამ, თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, საჭიროა დავიწყებული დოზის გამოტოვება. დაუშვებელია ერთდროულად ორი დოზის მიღება.
გვერდითი მოვლენები
სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად, ტრიამცინოლონის ხანმოკლე გამოყენება არასასურველ ეფექტს იწვევს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. ქვემოთ აღწერილი არასასურველ ეფექტების განვითარების რისკი ეხება, უპირველეს ყოვლისა, იმ პირებს, რომლებიც იღებენ ტრიამცინოლონს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ეს ეფექტი ყველა ავადმყოფს არ აღენიშნება. 1. წყალ-ელექტროლიტური ბალანსი: ნატრიუმისა და სითხის შეკავება, სისხლმიმოქცევის უკმარისობა, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, მომატებული წნევა. 2. ძვალ-კუნთოვანი სისტემა: კუნთების შესუსტება, სტეროიდული მიოპათია, კუნთების მასის დაკარგვა, ოსტეოპოროზი, ძვლების მოტეხილობა. 3. საჭმლის მომნელებელი ორგანოები: პეპტიკური წყლული შესაბამისი შედეგებით: პერფორაცია, სისხლდენა; მსხვილი ან წვრილი ნაწლავების პერფორაცია, განსაკუთრებით ნაწლავების არეში ანთებითი პროცესის არსებობისას; პანკრეატიტი; მეტეორიზმი; წყლულოვანი ეზოფაგიტი, საჭმლის მონელების დარღვევა, მომატებული მადა. 4. კანი: ატროფიული ზოლები, ფერისმჭამელები, ჭრილობის შეხორცების შენელება, კანის გათხელება, პექეტია და ჰემატომები, ერითემა, მომატებული ოფლიანობა, ალერგიული დერმატიტი; ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. 5. ნერვული სისტემა: კრუნჩხვა; თავის ქალის შიდა წნევის მომატება მხედველობითი ნერვის მოდუნებული დვრილით; თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. 6. ენდოკრინოლოგიური: მენსტრუალური ციკლის დარღვევა; იცენკო-კუშინგის სინდრომი; ზრდის დათრგუნვა ბავშვებში; თირკმელზედა ჯირკვლის ქერქისა და ჰიპოფიზის უკმარისობა, განსაკუთრებით ისეთ სტრესულ სიტუაციაში, როგორიცაა ავადმყოფობა, ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია; დიაბეტის გამოვლენა, ხოლო აშკარა დიაბეტის მქონე ავადმყოფთა შორის ინსულინსა და ანტიდიაბეტურ პრეპარატებზე მომატებული მოთხოვნილება; ჰირსუტიზმი. 7. მხედველობის ორგანოები: კატარაქტა; თვალის შიდა წნევის მომატება; გლაუკომა; ეკზოფტალმი. 8. მეტაბოლური: აზოტის უარყოფითი ბალანსი, გლუკოზის კონცენტრაციის ზრდა სისხლსა და შარდში. 9. სხვა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; მაობლიტირებელი თრომბოფლებიტი; სხეულის მასის მომატება; მადის ზრდა, გულისრევა; დისკომფორტი; ძილის დარღვევა..
უკუჩვენება
სისტემური სოკოვანი ინფექცია. მომატებული მგრძნობელობა ტრიამცინოლონის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. სიფრთხილის ზომები: ავადმყოფს, რომელიც კორტიკოსტეროიდებით მკურნალობს, სტრესის შემთხვევაში უნდა გაუკეთდეს სწრაფმოქმედი გლუკოკორტიკოსტეროიდის გაზრდილი დოზა. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლია გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარება, ამიტომ ტრიამცინოლონის შემცირება საჭიროა თანდათანობით. ტრიამცინოლონმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის სიმპტომები, შეამციროს ინფექციის მიმართ მდგრადობა და ინფექციის ლოკალიზაციის უნარი. ტრიამცინოლონის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტა, გლაუკომა მხედველობის ნერვის დაზიანებით, აგრეთვე გაზარდოს მეორადი სოკოვანი ან ვირუსული ინფექციის რისკი. ტრიამცინოლონის დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, შეშუპება და სხეულის მასის მომატება. ავადმყოფი, რომელიც მკურნალობს ტრიამცინოლონით, არ უნდა აიცრას ვირუსული ვაქცინით. ინაქტივირებული ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინის შეყვანას შეიძლება არ მოჰყვეს ანტისხეულების სასურველი მომატება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
133545