მეთილდროლი ტაბლეტი 16მგ #30

მეთილდროლი ტაბლეტი 16მგ #30

იტალია

სპეციალ პროდუქტს
პროდუქტის შესახებ
მეთილდროლი 16 მგ ტაბლეტები

მეთილდროლი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მეთილპრედნიზოლონს. მეთილპრედნიზოლონი განეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფის მედიკამენტებს. კორტიკოსტეროიდები ბუნებრივად წარმოიქმნება თქვენს ორგანიზმში და მნიშვნელოვანია სხეულის მრავალი ფუნქციისთვის.

მეთილდროლი გამოიყენება შემდეგის სამკურნალოდ:
•დაავადებები, რომელთა გამო ორგანიზმი ვერ აწარმოებს საკმარისი რაოდენობით ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებს, მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
•სახსრების დაავადებები (მაგ. რევმატოიდული ართრიტი ან ფსორიაზული ართრიტი);
•კანის დაავადებები (მაგ. პემფიგუსი და მძიმე ფსორიაზი);
•ალერგიული დაავადებები (მაგ. ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა);
•თვალის დაავადებები (მაგ. დიფუზური უკანა უვეიტი, ოპტიკური ნევრიტი, ირიტი და ირიდოციკლიტი);
•ფილტვის დაავადებები (მაგ. სარკოიდოზი და ემფიზემა);
•სისხლის დაავადებები (მაგ. ლეიკემია);
•ნაწლავის დაავადებები (მაგ. რეგიონალური ენტერიტი და წყლულოვანი კოლიტი);
•თავის ტვინის დაავადებები (მაგ. ტუბერკულოზური მენინგიტი).

მეთილდროლი შეიძლება დაინიშნოს ზემოთ მითითებულის გარდა სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული რატომ დაგენიშნათ თქვენ ან თქვენს შვილს ეს პრეპარატი.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა
თუ ამ პრეპარატს იღებთ ორსულობის დროს, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში, თქვენს ბავშვს შეიძლება განუვითარდეს გვერდითი მოვლენები დაბადებისას. ამიტომ, თუ ხართ ორსულად, მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ მეთილდროლს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.

ძუძუთი კვება
მეთილდროლი გადადის დედის რძეში და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვზე. თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ექიმი დაგინიშნავთ მეთილდროლს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.

ნაყოფიერება
აქამდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს ფერტილობა.

მიღება:
ყოველთვის მიიღეთ/მიეცით თქვენს შვილს ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მკურნალმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საწყისი რეკომენდებული დოზაა 4 მგ-დან 48 მგ-მდე დღეში. თქვენი და თქვენი შვილის მდგომარეობიდან და დაავადების ტიპიდან გამომდინარე, მკურნალი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას თუ რა დოზით, რამდენჯერ დღეში ან რა ხანგრძლივობით უნდა გაგრძელდეს თქვენი ან თქვენი შვილის მკურნალობა მეთილდროლით.
როდესაც ექიმი თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებიდან გამომდინარე მიიჩნევს საჭიროდ, გირჩევთ დოზის თანდათანობით შემცირებას, რათა მიაღწიოთ ყველაზე შესაფერის მინიმალურ დოზას (შემანარჩუნებელი დოზა).
მიიღეთ ტაბლეტები მთლიანად წყლის დაყოლებით. არ დაღეჭოთ ან გატეხოთ ტაბლეტები.

შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს რაიმე კონკრეტული შენახვის პირობებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე, ბლისტერზე და ბოთლზე Exp-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს..
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა:
მეთილდროლი 16 მგ-ის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16 მგ მეთილპრედნიზოლონს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა (იხილეთ პარაგრაფი 2 "მეთილდროლი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას"), სიმინდის სახამებელი, თხევადი პარაფინი, კალციუმის სტეარატი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სპეციალ პროდუქტს
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
მეთილპრედნიზოლონი
დოზა
16მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი