დიპროსპანი სუსპენზია საინექციო (5მგ+2მგ)/1მლ ამპულა #1
დიპროსპანი სუსპენზია საინექციო (5მგ+2მგ)/1მლ ამპულა  #1

დიპროსპანი სუსპენზია საინექციო (5მგ+2მგ)/1მლ ამპულა #1

თურქეთი

სანოფი

დიპროსპანის სუსპენზია გამოიყენება ართრიტის, ასთმის, ალერგიული რინიტის, ბრონქიტის, ქავილის, ჭინჭრის ციების დროს.

პროდუქტის შესახებ

დიპროსპანი სუსპენზია საინექციო (5მგ+2მგ)/1მლ ამპულა

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერება:

  • ბეტამეთაზონის დიპროპიონატი: 6,43 მგ (5 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტური)
  • ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი: 2,63 მგ (2 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი, უწყლო; ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, საინექციო წყალი.


ჩვენება:

დიპროსპანი განეკუთვნება პრეპარატების კლასს, სახელად „კორტიკოსტეროიდები“. ეს პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმის ანთებით დაავადებული უბნების გამოჯანმრთელებას, ამცირებს შეშუპებას, სიწითლეს, ქავილს და ალერგიულ რეაქციებს. გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
დიპროსპანი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი ანთებითი დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა:

  • ართრიტი (გარკვეული სახის სახსრების დაავადება), ბურსიტი (სახსრის ირგვლივ აბგების ანთება), იშიაზი (ტკივილი, რომელიც წელიდან ვრცელდება ფეხების უკანა მხარეს), ლუმბაგო (ზურგის ქვედა კუნთების და სახსრების ტკივილი) ან ძვლების ან ღრმა ქსოვილების სხვა დაავადებები.
  • ასთმა, ალერგიული რინიტი, ბრონქიტი (ბრონქების შიდა ზედაპირის დამფარავი მუკოზის ანთება), წამლისმიერი ალერგიები, ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა მწერის ნაკბენი.
  • ანთება, ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), თმის ცვენა, ნაწიბური (ნაიარევი) ან კანის დაავადებები, როგორიცაა კისტოზური აკნე.
  • ექიმის მიერ დიაგნოსტირებული სხვა შემთხვევები.

​ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

დიპროსპანი უნდა გააკეთოს ექიმმა ან ექიმის კონტროლის ქვეშ სამედიცინო პერსონალმა.
დიპროსპანი არის სუსპენზია, რომელიც კეთდება ინექციის გზით. გამოყენებამდე უნდა შეანჯღრიონ. როგორც წესი, დიპროსპანს გაგიკეთებთ თქვენი ექიმი ან სამედიცინო პერსონალი. ექიმი დოზას განსაზღვრავს თქვენი საჭიროების მიხედვით.

გამოყენების გზა და მეთოდი:
ინექცია შესაძლებელია გაკეთდეს კუნთში, სახსარში, სახსრის ირგვლივ, დაზიანებულ უბანზე, კანზე ან სინოვიურ აბგაში (სითხით სავსე პატარა ტომსიკა, რომელიც იცავს მყესს). შესაძლებელია ინექცია გაკეთდეს რბილ ქსოვილებშიც.
არ შეიძლება დიპროსპანის ინექციის გაკეთება სისხლძარღვში ან კანქვეშ.
„თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს და გაგიკეთებთ თქვენი დაავადების შესაბამისად.“


შენახვა:

დიპროსპანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე და ამპულაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25 C ოთახის ტემპერატურაზე გაყინვისგან დაცული სახით.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანოფი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ბეტამეტაზონი
დოზა
(5მგ+2მგ)/1მლ
ფორმა
სუსპენზია საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი
ფარმადეპო | დიპროსპანი სუსპენზია საინექციო (5მგ+2მგ)/1მ