ვარიტროქსის ხსნარი გამოიყენება ვენური უკმარისობის სიმპტომური მკურნალობის დროს, მდგომარეობებისას, რომლებიც დაკავშირებულია კაპილარების მომატებულ სიმყიფესთან.
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ტროქსერუტინი 150 მგ, კარბაზოქრომი 1,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
ვენური უკმარისობის სიმპტომური მკურნალობა; მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია კაპილარების მომატებულ სიმყიფესთან.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 3-9 მლ (1-3 ამპულა) ინტრამუსკულარულად.
ამპულის შიგთავსი არ უნდა შეერიოს ასკორბინის მჟავას შემცველ სხვა ხსნარებს.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის გამოტოვებული დოზის შესავსებად.
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების და პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
პრეპარატის არასწორად შეყვანისას (კანში ან კანქვეშ) შესაძლებელია უცნობი სიხშირით განვითარდეს კანის გაღიზიანება (სიწითლე შეყვანის ადგილას და გენერალიზებული ერითემა).
დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა კანში ან კანქვეშ (მეზოთერაპია), ვინაიდან არ ჩატარებულა კონტროლირებადი კლინიკური კვლევები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების თაობაზე შეყვანის ამ მეთოდების გამოყენებისას.
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან გამორიცხული არ არის მავნე ზემოქმედების რისკი ნაყოფსა და ძუძუთა ბავშვზე.
ინახება არაუმეტეს 25° C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!