ნიფედი დენკი რეტარდი ტაბლეტი 20მგ #100
ნიფედი დენკი რეტარდი ტაბლეტი 20მგ #100

ნიფედი დენკი რეტარდი ტაბლეტი 20მგ #100

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - nifedipine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კალციუმის არხების ბლოკატორები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 რეტარდი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ. ნიფედიპინს.
დამხმარე ნივთიერება:
მიკროკრისალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლისორბატ 80, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), წითელი რკინის ოქსიდები (E 172 ).

ჩვენება
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, რომელიც დაგავშირებულია გულის კუნთისათვის ჟანგბადის არასწორ მიწოდებასთან (სტენოკარდია) და ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში :
- ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია (დაძაბულობის სტენოკარდია)
- ვაზოსპასტიური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია, გარდამავალი სტენოკარდია)
- ესენციური ჰიპერტენზია.

მიღების წესი
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გირჩიათ. აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
მკურნალობა უნდა იქნეს შერჩეული ინდივიდუალურად პაციენტის დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. დაავადების სიმპტომების გათვალისწინებით რეკომენდებული დოზა უნდა მიიღოს თანდათანობით. პაციენტს, ვისაც აქვს ღვიძლის უკმარისობა უნდა იყოს მეთვალყურეობის ქვეშ, და თუ აუცილებელია დოზა უნდა შეუმცირდეს.
პაციენტებმა, ძლიერი ცერებრავასკულარული დაავადებით, უნდა მიიღონ პრეპარატის შედარებით დაბალი დოზები.
თუ არ არის ექიმის დანიშნულება, მაშინ უფროსებში გამოიყენება შემდეგი დოზები:
გულის იშემიური დაავადება:
1 რეტარდი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (რაც შეესაბამება 40 მგ ნიფედიპინს დღეში);
თუ შესაძლებელია აუცილებელი დღიური დოზის ეტაპობრივად გაზრდა 2X40მგ-მდე (შეესაბამება 2 რეტარდ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში).
ჰიპერტენზია:
1 რეტარდი ტაბლეტი დღეში 2 –ჯერ (შეესაბამება 40 მგ ნიფედიპინის დღიურ დოზას);
დღიური დოზის გაზრდის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის ეტაპობრივი გაზრდა 2X40მგ-მდე (შეესაბამება 2 რეტარდ ტაბლეტს 2-ჯერ დღეში).
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგალითად 1 ჭიქა წყალი, არ მიიღება გრეიფუტის წვენთან ერთად), ჭამის შემდეგ. ნიფედი-დენკ 20 რეტარდის მიიღება უმჯობესია დილას და საღამოს, ერთსა და იმავე დროს.
ნივთიერება ნიფედიპინის სინათლეზე მგრძნობიარეობის გამო, არ შეიძლება გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტის გაყოფა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სინათლის დამცავი გარსი დაირღვევა.

უკუჩვენება
ნიფედი-დენკ 20 რეტარდი არ გამოიყენება:
- მომატებული მგრძნობელობა ნიფედიპინისადმი ან სხვა ნივთიერებისადმი;
- კარდიოცირკულატორული შოკი;
- აორტის სტენოზი;
- არასტაბილური სტენოკარდია;
- მწვავე მიოკარდიალური ინფარქტი (პირველი 4 კვირის განმავლობაში);
- კომბინირებული მკურნალობა რიფამპიცინთან ერთად (ტუბერკულოზის სამკურნალო აქტიური ნივთიერება)
- ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ორსულობა
არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ნიფედიპინის გამოყენებისა ორსულ ქალებში, პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. როგორც ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა ნიფედიპინის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის სასურველი, გარდა იმ შემთვევისა, როცა თქვენი მკურნალი ექიმი ჩათვლის, რომ ეს არის აუცილებელი მკურნალობის თვალსარისით (როცა სხვა ალტერნატიული მკურნალობა უშედეგოა). ამგვარ შემთხვევაში თქვენ და თქვენი ბავშვი უნდა იყოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ნიფედიპინით მკურნალობისას, ულტრაბგერითი გამოკვლევა უნდა ჩაგიტარდეთ.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაფეხმძიმებას, და იგი დაგაწყვეტს გააგრძელოთ თუ შეწყვიტოთ მკურნალობა ნიფედი-დენკ 20 რეტარდით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ნიფედიპინი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი