გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ კონტროლდება მხოლოდ ლოსარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით.
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ლოსარტანის კალიუმი / ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება მხოლოდ ლოსარტანით ან ჰიდროქლორთიაზიდით.
ჰიპერტენზია
ლოსარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიის სახით გამოყენებისათვის, არამედ ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება მხოლოდ ლოსარტანის კალიუმით ან ჰიდროქლოროთიაზიდით.
რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტების (ლოსარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი) დოზის ტიტრირება.
კლინიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეიძლება განიხილებოდეს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ ვერ კონტროლდება.
სტანდარტული შემანარჩუნებელი დოზა არის ერთი ტაბლეტი ლოსარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი 50მგ/12.5მგ (ლოსარტანი 50 მგ/HCTZ 12,5 მგ) დღეში ერთხელ. პაციენტებისთვის, რომლებიც სათანადოდ არ რეაგირებენ ლოსარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი 50მგ/12.5მგ-ზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს და დაინიშნოს მაქსიმუმ 2 ტაბლეტი ლოსარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი 50მგ/12.5მგ დღეში ერთხელ ან ერთი ტაბლეტი ლოსარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი 100 მგ/25 მგ (ლოსარტანი 100 მგ/HCTZ 25 მგ) დღეში ერთხელ. როგორც წესი, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან სამიდან ოთხ კვირაში.
ლოსარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდი შეიძლება დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.
ლოსარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
ლოსარტანის კალიუმი/ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.