შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს.
აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმეჟდება - კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები, გამონაყარი, ქავილი.
დიდ დოზებში ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია.
მიღების წესი და დოზირება: პერორალურად 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების წინ (წვეთები უნდა განზავდეს 1/4 ჭიქა წყალში). მკურნალობის კურსი დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს საგულე გლიკოზიდებისა და ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედება.
მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია არტერიული წნევისა და ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.
სიმპტომები: თავბრუსხვევა, კანკალი, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება.
ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.