კონკორ კორი 2.5მგ – ბისოპროლოლის დაბალი დოზა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. 30 ტაბლეტი.
ბისოპროლოლი
კონკორ კორი
მოქმედი ნივთიერება: ბისოპროლოლის ფუმარატი – 2.5 მგ, 5 მგ, 10 მგ.
სელექტიური ბეტა1-ადრენობლოკატორი.
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის ეფექტურობისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიითა და გულის იშემიური დაავადებით ინიშნება დღიური დოზა 2.5–10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში ერთხელ.
დოზის მატება ხდება თანდათანობით, ტიტრაციის მეთოდით.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევით (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის), ასევე ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი არ ინიშნება გულის უკმარისობის გამწვავების ან დეკომპენსაციის ფაზაში, როდესაც საჭირო ხდება ინოტროპული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა; ასევე ბრადიკარდიის (პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და ჰიპოტენზიის დროს.
პრეპარატი ინახება 10–25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი.
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.