შემადგენლობა: 80 მგ ვალსარტანი და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი. ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი და თიაზიდური დიურეტიკი.
ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევა.
დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ჭიქა წყლის მიყოლებით. შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღება. აღნიშნული პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. კოვალსარ დენკი 80+12.5-ის ჩვეულებრივი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში. არ შეიძლება მიღების შეწყვეტა ან დოზის ცვლილება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობის II და III ტრიმესტრში. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. იყენება თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აქვს დარბილების ნიშნები.