შემადგენლობა: 160 მგ ვალსარტანი და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი. ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი და თიაზიდური დიურეტიკი.
ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევა.
დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ჭიქა წყლის მიყოლებით. შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღება. აღნიშნული პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ჩვეულებრივი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში. არ შეიძლება მიღების შეწყვეტა ან დოზის ცვლილება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, სულფონამიდის დერივატის, სოიოს, მიწის თხილის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება; შარდვის გამოყოფის შემცირება; დიალიზზე მყოფი პაციენტები; ორსულობის ბოლო 6 თვე. კალიუმის და ნატრიუმის ნორმაზე დაბალი ან კალციუმის ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი, პოდაგრა, დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და მკურნალობა ალისკირენის შემცველი პრეპარატებით.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობის II და III ტრიმესტრში. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.