პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს კლონიდინის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი . ჰიპოტენზიური საშუალებები. ანტიადრენერგული საშუალებებიმოქმედების ცენტრალური მექანიზმით
გამოყენების ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი, ოპიოიდური ნარკომანიის აბსტინენტური სინდრომი (კომპლექსურ თერაპიასთან ერთად).
მიღების წესი და დოზები : მიიღება შიგნით, საჭმლის მიღებისაგან დამოუკიდებლად. დოზების შერჩევა უნდა მოხდეს მკაცრად ინდივიდუალურად. წამლის მიღების შეწყვეტა ყოველთვის ხდებათანდათან, 1-2 კვირის განმავლობაში.
არტერიული ჰიპერტენზია. საწყისი დოზა მოზრდილებისათვის, ჩვეულებისამებრ, შეადგენს ქ1/2ტაბლეტს (0,075 მგ) 2-3- ჯერ დღე - ღამეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის ერთჯერადი და სადღეღამისო დოზის გაზრდა თანდათანობით. ჩვეულებისამებრ ერთჯერადად დოზას ზრდიან ყოველ 1-2 დღეში 1-2 ტაბლეტამდე (0,15-0,3 მგ .) 3-ჯერ დღე - ღამეში. კლონიდინის ერთჯერადი დოზები, რომლებიც აღემატება 0,3 მგ - ს , შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში დათუ შესაძლებელია, სტაციონარულ პირობებში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს(0,9 მგ ). პრეპარატის მაღალი დოზებით მიღების არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში მკურნალობას უმატებენ სალურეზულებს ან სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებს (ნიფედიპინის გარდა ).
ხანშიშესულ პაციენტებს, განსაკუთრებით ცერებროვასკულური დაავადებების არსებობის დროს, უნიშნავენ საწყის დოზას 1/4 ტაბლეტს (0,0375 მგ ) 2-3- ჯერ დღე - ღამეში.
აბსტინენტური სინდრომი. სტაციონარულ პირობებში უნიშნავენ 1-2 ტაბლეტს (0,15-0,3 მგ ) 3 - ჯერ დღე-ღამეში 6-8- საათიანი ინტერვალით 5-7 დღის განმავლობაში. გვერდითი ეფექტების წარმოშობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებას წყვეტენ დოზის შემცირებით 2-3 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპოტენზია, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, პერიფერიული არტერიების მაობლიტირებელი დაავადებები ( მათ შორის რეინოს სინდრომი ), სინუსურიბრადიკარდია , სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი , AV - გამტარობის დარღვევა (II და III ხარისხისატრიოვენტრიკულარული ბლოკადა), კარდიოგენური შოკი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ანეთანოლის მიღება, დეპრესიული მდგომარეობა (მათ შორის ანამნეზში ), ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
შენახვის პირობები და ვადები – ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე 15- დან 25 C- მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი - გაიცემა რეცეპტით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
122775