გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ მოზრდილებში, როცა არტერიული წნევის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ კანდესარტანის ცილექსეტილით ან ჰიდროქლოროთიაზიდით მონოთერაპიის დროს.
მოქმედი ნივთიერება: candesartan, hydrochlorothiazide;
1 ტაბლეტი შეიცავს: კანდესარტანის ცილექსეტილს, 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 16 მგ-ს; ჰიდროქლოროთიაზიდს, 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 12,5 მგ-ს;
დამხმარე ნვთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; კალციუმის კარმელოზა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; პოლიეთილენგლიკოლი (პეგ 8000); მაგნიუმის სტეარატი; რკინის ოქსიდი წითელი (E172); რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
კასარკი H ნაჩვენებია:
კასარკი H-ის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
ორალური გამოყენებისათვის.
კასარკის H მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. საკვები არ მოქმედებს კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე. არ არის გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ჰიდროქლორითიაზიდსა და საკვებს შორის.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.