კაპტოპრილი +ჰქთ დენკი ტაბლეტი 50მგ+25მგ #100
კაპტოპრილი +ჰქთ დენკი ტაბლეტი 50მგ+25მგ #100

კაპტოპრილი +ჰქთ დენკი ტაბლეტი 50მგ+25მგ #100

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა კაპტოპრილი და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ კაპტოპრილსა და 25მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

ჩვენება: ჰიდროქლორთიაზიდი ნივთიერებაა, რომელიც მიეკუთვნება თიაზიდური დიურეტიკების მედიკამენტების ჯგუფს. ის ზრდის გამოყოფილი შარდის რაოდენობას და ამით აქვეითებს არტერიულ წნევას.
მედიკამენტში არსებული ორივე აქტიური ნივთიერება ერთად აქვეითებს არტერიულ წნევას, უფრო მეტად, ვიდრე თითოეული ცალ-ცალკე.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მაღალი არტერიული წნევის (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, როცა არტერიული წნევა სათანადოდ არ არის გაკონტროლებული ცალკეული ინგრედიენტებით-კაპტოპრილით და ჰიდროქლორთიაზიდით.

უკუჩვენება: საჭიროა ქვემოთ მოცემული ინფორმაციის ყურადღებით წაკითხვა. ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა უნდა გაითვალისწინონ კაპტოპრილი-ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე.
კაპტოპრილი-ჰიდროქლორთიაზიდი არ გამოიყენება: თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კაპტოპრილის, მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი სხვა რომელიმე ინგრედიენტის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ; თუ პაციენტი ალერგიულია ჰიდროქლორთიაზიდის ან სხვა სულფონამიდის წარმოებულების მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტების (აგფ ინჰიბიტორების) მიღებისას, რომელმაც გამოიწვია ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, ენის და-ან ხორხის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება), ან თუ ოჯახის წევრს აღენიშნებოდა მსგავსი რეაქცია; თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები (კითხვების არსებობისას, საჭიროა ექიმთან მიმართვა); თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმელების უკმარისობა და მკურნალობდა ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტით; თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ორაულია. უმჯობესია არ მოხდეს მედიკამენტის მიღება ორსულობის პირველ თვეებში. მედიკამენტი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში (ნაკლები 18 წელი).

დოზირება: ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში (შეესაბამება 50მგ კაპტოპრილს და 25მგ ჰიდროქლორთიაზიდს). არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური დღიური დოზა-ერთი ტაბლეტი.


გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი-II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
კაპტოპრილი+ჰიდროქლორთიაზიდი
დოზა
50მგ+25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი