ჩვენებები გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს. - გულის იშემიური დაავადება; - დაძაბვის სტენოკარდია; - ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი; - გულის ქრონიკული უკმარისობა; - არითმია; - ქოშინი მცირედი დაძაბვისას; - გულის კუნთის მოდუნება, ე.წ.“დაღლილი გული“; - არტერიული ჰიპერტენზია; - გამოიყენება მოზარდებში გარდატეხის ასაკში.
მიღების წესი და დოზირება გულის ელიქსირი ფორტე მიიღება პერორარულად. ქრონიკული პროცესის დროს: 5-7 წვეთი 3-ჯერ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
მწვავე შემთხვევებში: 5 წვეთი ყოველ 15-20 წთ-ში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში. საპროფილაქტიკო მიზნით: 5 წვეთი 2-ჯერ დღეში. წვეთები უნდა გაიხსნას 1 ჩაის კოვზ წყალში. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 20-30წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1-სთ-ის შემდეგ.
შენახვის პირობები ინახება მშრალ, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას