პრეპარატი რეკომენდირებულია ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს
აქტიური ნივთიერებებია:
გინკგო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტი წარმოებული 24% გინკგო ჰეტეროზიდებზე და 6% გინგოლიდები - ბილობალიდი ----14 მგ.
ტროქსერუტინი ----300 მგ.
ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი ----300 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვასკულპროტექტორული - კოდი ATC: (C: გულ - სისხლძარღვთა (კარდიოვასკულარული სისტემა).
პრეპარატი რეკომენდირებულია ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს (ქვედა კიდურების სიმძიმე, ტკივილი, მტკივნეული შეგრძნებები ძილის წინ ეგრეთ წოდებული "მოუთმენლობა") და ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ.
მკურნალობა ყველაზე ეფექტურია, როდესაც ის უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესს: ერიდეთ მზეს, სითბოს, ფეხზე ხანგრძლივად დგომას, ჭარბ წონას. ხანგრძლივი სიარული და შესაფერისი კომპრესიული წინდების ტარება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. მწვავე ჰიპერტენზიის დროს პრეპარატი გამოიყენეთ სიფრთხილით. გინგკოს ბაზაზე დამზადებული პრეპარატების არსებობის შემთხვევაში, სისხლდენის მომატების საშიშროების გამო, შეწყვიტეთ ამ პრეპარატების მიღება ნებისმიერ ოპერაციამდე 3-4 დღით ადრე. ჰეპტამინოლის და გინგკო ბილობას ანტიაგრეგანტული და ვაზოაქტიური თვისებების გათვალისწინებით, გინკორ ფორტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. რეკომენდირებული არ არის ამ პრეპარატის ერთდროული გამოყენება ეფავირენზთან. თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენაზე (ჰემორაგიული არე) და იტარებთ ანტიკოაგულანტურ ან თრომბოციტების საწინააღმდეგო მკურნალობას, გინკორ ფორტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეცადეთ პრეპარატი მიიღოთ ყოველთვის თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა: ჩვეულებრივი დოზა იცვლება მითითების მიხედვით:
სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას: 2 კაფსულა დღეში, ერთი დილით და ერთი საღამოს.
ჰემოროიდული კრიზის დროს: 3-დან 4 კაფსულამდე დღეში 7 დღის განმავლობაში, მიიღება ჭამის დროს.
მიღების წესი და მეთოდი: მიიღება პერორალურად.
მიღების სიხშირე: პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
ვენური ცირკულაციის დარღვევის შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, ერთიდან ორ თვემდეა. თუ სისხლძარღვების დისკომფორტი და/ან სიმყიფე არ გაუმჯობესდება მკურნალობის ერთი თვის შემდეგ, მიმართეთ ექიმს. (იხილეთ „სიფრთხილის ზომები გინკორ ფორტის კაფსულების გამოყენებისას“).
ჰემოროიდული კრიზის დროს მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს (იხილეთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე გინკორ ფორტ, კაფსულასთან).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში: ბავშვებსა და მოზარდებში არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს. ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ნესტისგან მოშორებით. არ ჩაყაროთ არანაირი სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან საკანალი¬ზაციო სისტემაში. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა თუ როგორ უნდა გაანადგუროთ ვადაგასული პრეპარატი. ასეთი სახის ზომებით ხელს შეუშლით გარემოს დაბინძურებას.