ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა ქოლესტერინის დონის დაწევა შეუძლებელია მხოლოდ ქოლესტერინის დამწევი დიეტით.
აქტიური ნივთიერებაა: ეზეტიმიბი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur.) [მცენარეული], პოვიდონი (K29/32), ნატრიუმის დოდეცილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (დსლპ) და ცხიმების (ეგრეთ წოდებული ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (მსლპ) დონეს. ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთა ქოლესტერინის დონის დაწევა შეუძლებელია მხოლოდ ქოლესტერინის დამწევი დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.
ეზეტიმიბ დენკი ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ეზეტიმიბ დენკი არ არის გამიზნული წონის დასაკლებად ან დაკლებული წონის შესანარჩუნებლად.
ეზეტიმიბ დენკი გამოიყენება ქოლესტერინის დამწევ დიეტასთან ერთად:
როცა სისხლში მომატებულია ქოლესტერინის დონე (პირველადი [ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი და არამემკვიდრეობითი] ჰიპერქოლესტერინემია);
თუ გაწუხებთ გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს (ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია). ამ შემთხვევაში, თქვენ დამატებით დაგინიშნავენ სტატინს და ჩვეულებისამებრ შემდგომ მკურნალობას.
თუ თქვენ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ეზეტიმიბ დენკი სტატინების ჯგუფის ქოლესტერინის დამწევ საშუალებებთან ერთად შეგიმცირებთ გულის შეტევისა და ინსულტის რისკს, ასევე ქირურგიული ჩარევის რისკს გულის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გულმკერდის ტკივილის გამო.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გააგრძელეთ ქოლესტერინის დამწევი სხვა მედიკამენტების მიღება და შეწყვიტეთ მათი მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ეზეტიმიბ დენკის რეკომენდებული დოზაა დღეში ერთხელ 10 მგ-იანი ტაბლეტი.
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ როდის მიიღებთ მას. ტაბლეტების მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებასთან.
თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, შეგიძლიათ ორივე წამლის ერთდროულად მიღება. გთხოვთ, მიჰყვეთ დოზირების ინსტრუქციას, რომელიც აღწერილია შესაბამისი მედიკამენტის გამოყენების ანოტაციაში.
თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეზეტიმიბ დენკი ქოლესტირამინთან ან სხვა ანიონგამცვლელთან ერთად (მედიკამენტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად), მიიღეთ ეზეტიმიბ დენკი ანიონგადამცვლელამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან სულ მცირე 4 საათის შემდეგ.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ უნდა მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ.
თუ დაორსულდებით ეზეტიმიბ დენკისა და სტატინებით მკურნალობისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ორივე პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს.
ორსულობის დროს სტატინის გარეშე მხოლოდ ეზეტიმიბ დენკის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. თუ ორსულად ხართ, ეზეტიმიბ დენკის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.
თქვენ არ უნდა მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინებთან ერთად, თუ გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, რადგან უცნობია გადადის თუ არა ამ მედიკამენტების აქტიური ნივთიერებები დედის რძეში. ასევე ამ პერიოდში არ მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი სტატინის გარეშე, რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელია, რომ ეზეტიმიბ დენკი არ იმოქმედებს თქვენს უნარზე მართოთ მანქანა და მექანიზმები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეზეტიმიბ დენკის მიღების შემდეგ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს თავბრუსხვევა.
გთხოვთ, მიიღოთ ეზეტიმიბ დენკი მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ იცით, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის მიმართ აუტანლობა.
ეზეტიმიბ დენკის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ ის თითქმის არ შეიცავს ნატრიუმს.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.