პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ბისოპროლოლის ჰემიფუმარატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ჰემიფუმარატს. დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიკატი, ჰიპრომელოზა, უწყლო დი-ნატრიუმის ფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000 და რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბეტა ადრენორეცეპტორების ანტაგონისტი.
ჩვენებები: ჰიპერტენზია, ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია, დაქვეითებული სისტოლური ფუნქციით მიმდინარე გულის ქრონიკული უკმარისობის კომბინირებული მკურნალობა.
დოზირება და მიღების წესი: ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობა მოითხოვს ექიმისაგან რეგულარულ მონიტორინგს. ეს განსაკუთრებით აუცილებელია მკურნალობის დაწყებისა და დოზის მომატების დროს. ტაბლეტი მიიღება დილით მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით კვებისგან დამოუკიდებლად. არ უნდა მოხდეს ტაბლეტის დაღეჭვა ან ჩაფშხვნა. ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივია. მაღალი არტერიული წნევისა და სტენოკარდიის მკურნალობა მოზრდილებში: საწყისი დოზაა 5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს მცირე დოზებით 10 მგ-მდე ან მაქსიმალური დოზით 20 მგ-მდე. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად, არამედ დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში. ქრონიკული, სტაბილური გულის უკმარისობის მკურნალობა: 1.25 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირა, 2.5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირა, 3.75 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ერთი კვირა, 5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ოთხი კვირა. 7.5 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში ოთხი კვირა, 10 მგ ბისოპროლოლი ერთხელ დღეში შემანარჩუნებელი თერაპიისთვის. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 10 მგ ბისოპროლოლი. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის დროს, როგორც წესი, დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლის ან ღვიძლის ტერმინალური უკმარისობის დროს დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს. არ არის დოზის კორექციის საჭიროება ხანდაზმულ პაციენტებში. არ არის რეკომენდებული პედიატრიულ პოპულაციაში მედიკამენტის დანიშვნა.ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი ორსულადაა ან მეძუძური, ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა: ამ მედიკამენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარებზე. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მკურნალობის დასაწყისში, როდესაც იზრდება დოზა ან იცვლება მედიკამენტი და ასევე როდესაც ხდება მისი ალკოჰოლთან ერთად მიღება.
ჭარბი დოზირება: სიმპტომებია: გულისცემის შენელება, სუნთქვის მძიმე უკმარისობა, თავბრუსხვევა ან კანკალი. დოზის გადაჭარბების ან წამლის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ექიმთან დაკავშირება ან სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ბისოპროლოლი ნორმონი არის გარსით დაფარული ტაბლეტები, ყვითელი, მრგვალი ორმხრივ ამოზნექილი ფორმის და გამყოფი ხაზით; შეფუთვაშია #30 ტაბლეტი.
შენახვის პირობები: ბისოპროლოლი ნორმონი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
129525