ატორვასტატინი ნორმოგენი შეიცავს აქტიური ნივთიერებაა ატორვასტატინი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით). სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი შეიცავს: ოპადრი II თეთრი OYL-28900 (შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს, ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს და მაკროგოლს) და ტალკი.
ჩვენება: მედიკამენტი გამოიყენება სისხლში ლიპიდების, როგორიცაა ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, დონის დასაქვეითებლად, როცა მხოლოდ დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობითა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, არ არის ეფექტიანი. ეს მედიკამენტი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად, მიუხედავად სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონისა. მკურ-ნალობის დროს რეკომენდებულია დაბალი ქოლესტერინის შემცველობის დიეტის დაცვა.
მიღების წესი: მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ქოლესტერინის დაბალი შემ-ცველობის დიეტაზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდშიც. რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში და 10 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში შეადგენს 10 მგ ატორვასტატინს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ. დოზის კორექცია ექიმის მიერ უნდა მოხდეს 4-კვირიანი ან მეტი ინტერვალებით. ატორვასტატინის მაქსიმა-ლური დოზა არის 80 მგ ერთხელ დღეში მოზრდილებისათვის. ამ მედიკამეტის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლე-ბით. მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, დღის ერთსა და იმავე მო-ნაკვეთში. ატორვასტატინი ნორმოგენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ამ მედიკამენტის მოქმედების ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია.
შენახვის წესი: მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს