პროდუქტის შესახებ
ამპეკორი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებები: ამლოდიპინი 5მგ ან 10მგ (შესაბამისად 6,935 მგ და 13,87მგ ამლოდიპინის ბეზილატის ფორმით) ინდაპამიდი 1,25მგ, პერინდოპრილი 3,395 მგ (4,07მგ პერინდოპრილის ერბუმინის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: DC კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა(PH 112), კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა 2910,6 cps, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, გლიცერინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატები.
რენინ -ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. აგფ ინჰიბიტორები სხვა პრეპარატებთან ერთად. სხვა აგფ ინჰიბიტორები. პერინდოპრილი ამლოდიპინთან და ინდაპამიდთან კომბინაციაში.
მიღების ჩვენებები
ჩანაცვლებითი თერაპიის სახით ესენციური არტერიული ჰიპერტენზიის დროს პერინდოპრილ/ინდაპამიდისა და ამლოდიპინის იმავე დოზების კომბინაციის გამოყენებით უკვე კონტროლირებად პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
ამპეკორი მიიღება პერორალურად, ერთი ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში.
პრეპარატის დოზა შეირჩევა მისი ცალკეული კომპონენტების დოზების წინასწარი ტიტრირების შემდეგ. ტაბლეტების მიღება სასურველია დილით, ჭამის წინ.
პაციენტების სპეციალურ ჯგუფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კკ ნაკლები 30 მლ/წთ).
პაციენტები თირკმლის ზომიერი უკმარისობით (კკ 30-60 მლ/წთ) ამპეკორიხ ფორტე დოზებით 5 მგ/2,5 მგ/8,14 მგ და 10 მგ/2,5 მგ/8,14 მგ უკუნაჩვენებია. მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მონოკომპონენტების დოზების შერჩევით. მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა მოიცავს სისხლის პლაზმაში კრეატინინის და კალიუმის კონცენტრაციის რეგულარულ მონიტორინგს. პერინდოპრილის ერთდროული გამოყენება ალისკირენთან უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (GFR ნაკლები 60 მლ/წთ/1,73 მ2).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს დოზის შერჩევა სიფრთხილით უნდა მოხდეს, ვინაიდან ამ ჯგუფის პაციენტებისთვის ცალსახა რეკომენდაციები ამლოდიპინის დოზირების შესახებ არ არსებობს .
პედიატრიული პაციენტები
ამჟამად არ არსებობს მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში პერინდოპრილატის გამოყოფა შენელებულია. მკურნალობა უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით.
შენახვის პირობები:
ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C, ორგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
226394
ჯენერიკი
პერინდოპრილი+ამლოდიპინი+ინდაპამიდი