როგორც ანტიექსუდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალება ნაჩვენებია პოსტტრავმული დაჟეჟილობებისას, ჰემატომებისას, დეფორმაციებისას, ტენდოსინოვიტისას, ხერხემლის ანთებით-დეგენეაციულ დაავადებებთან დაკავშირებული ტკივილის სინდრომისას.
40 გ გელი შეიცავს: 0,4 გ ესცინს (ამორფულს), 2.0 გ დიეთილამინსალიცილატს.
დამხმარე ინგერედიენტები: ლავანდის ზეთი, ნეროლინის ზეთი, იზოპროპილის სპირტი.
პრეპარატი, რომლის ფორმულაში შედის სპირიტი ავლენს ანტიექსუდაციურ, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ თვისებებს.
ამორფული ესცინი (ამორფული), შეზელვისას კარგად აღწევს კანში, ხელს უშლის ქსოვილებში სითხის დაგროვებას და შეშუპების განვითარებას, ასევე, ხელს უწყობს ტრავმებისა და დაჟეჟილობის შემდგომ განვითებული ლოკალური შეშუპებების სწრაფ ელიმინაციას.
სალიცილის მჟავა აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და ახდენს ტკივილის სინდრომის კუპირებას. ალგესტინი გელი სწრაფად შეიწოვება და წარმოდგენს ტრანსპარანტს.
როგორც ანტიექსუდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალება ნაჩვენებია პოსტტრავმული დაჟეჟილობებისას, ჰემატომებისას, დეფორმაციებისას, ტენდოსინოვიტისას, ხერხემლის ანთებით-დეგენეაციულ დაავადებებთან (ცერვიკალური სინდრომი, კისრის ტკივილი, ლუმბაგო, იშიალგია) დაკავშირებული ტკივილის სინდრომისას.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ბავშვთა ასაკი 2 წლამდე, ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები.
არ იხმაროთ ლორწოვან გარსებზე, დაზიანებულ კანზე და მზის სხივების მოქმედებისაგან დაუცველ ადგილებზე.
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება კანის ალერგიული რეაქციები.
გელს ისვამენ კანის დაზიანებულ ადგილზე (შესაძლებებლია შეზელვა) თხელ ფენად დღეში რამდენჯერმე, თუ ექიმის მიერ სხვანაირად არ არის დანიშნული.
გამოიყენება დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30+C –მდე, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა: 2 წელი
გამოიყენება, მხოლოდ მკაცრად ექიმის დანიშნულებით.
არ გამოიყენოთ პრეპარატი გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.