ადენიტ ფორტე ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 10მგ+50მგ+0.5მგ+20მგ ამპულა+2მლ ამპულა გამხსნელი #3
ადენიტ ფორტე ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 10მგ+50მგ+0.5მგ+20მგ ამპულა+2მლ ამპულა გამხსნელი #3

ადენიტ ფორტე ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 10მგ+50მგ+0.5მგ+20მგ ამპულა+2მლ ამპულა გამხსნელი #3

თურქეთი

მეფარ ილაჩ

გამოიყენება სხვადასხვა სახის ნევრალგიის, გულის იშემიური დაავადების, დიაბეტის მიერ გამოწვეული დიაბეტური ნეიროპათიის და პერნიციოზული ანემიის დროს.

პროდუქტის შესახებ

ადენიტ ფორტე ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერებები:
თითო ფლაკონი შეიცავს 10.00 მგ ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატს, 50.00 მგ კოკარბოქსილაზას ქლორიდს, 20.00 მგ ნიკოტინამიდს, 500 მკგ ციანოკოლბალამინს.

ჩვენება:

ადენიტ ფორტე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • დიაბეტის ფონზე განვითარებული დიაბეტური ნეიროპათია და პერნიციოზული ანემია;
  • სხვადასხვა ტიპის ნევრალგია;
  • გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტი და მიოკარდიოპათია;
  • იშიაზი, ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ;
  • მიალგია და ლუმბაგო;
  • ბურსიტი და ტენდინიტი;
  • რეინოს დაავადება;
  • B1, B12, B3 ვიტამინების დეფიციტი.

დოზირება:

​ადენიტ ფორტეს სადღეღამისო დოზაა 1 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელთან ერთად კუნთში შესაყვანად.

გამოყენების წესი და შეყვანის გზა:
2 მლ 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი შეყავთ ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველ ფლაკონში და შეანჯღრევენ. ფხვნილი იხსნება 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.
მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ შეჰყავთ კუნთებში.
დაუშვებელია ადენიტ ფორტეს ინტრავენური გამოყენება.


ორსულობა:

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ემბრიონის/ნაყოფის განვითარების, მშობიარობის და/ან პოსტნატალური განვითარების თვალსაზრისით. პოტენციური რისკი ადამიანებისათვის უცნობია.
ორსულ ქალებში ადენიტ ფორტეს გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეზღუდულია. ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მეტია, ვიდრე ნაყოფზე პოტენციური ზიანის მიყენების რისკი.
ორსულობის დროს ადენიტ ფორტეს გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.


ლაქტაცია:

არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ადენიტ ფორტე დედის რძეში. ადენიტ ფორტეს რძესთან ერთად გამოყოფა არ არის შესწავლილი ცხოველებში.
ძუძუთი კვების შეწყვეტის, ან ადენიტ ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის, ან მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისათვის და პრეპარატის საგებელი დედისათვის.


შენახვა:

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მეფარ ილაჩ
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ადენოზინტრიფოსფორმჟავა+კოკარბოქსილაზა+ციანკობალამინი+ნიკოტინამიდი
დოზა
10მგ+50მგ+0.5მგ+20მგ
ფორმა
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ამპულა+2მლ ამპულა გამხსნელი
რაოდენობა შეფუთვაში
3
მსგავსი პროდუქტები
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი