რევოლეიდი ტაბლეტი 50მგ #28

რევოლეიდი ტაბლეტი 50მგ #28

ესპანეთი

გლაქსო ველქომი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - RAVOLADE

ჩვენებები:
რევოლეიდი ნაჩვენებია ქრონიკულ იდიოპათიურ თრომბოციტოპენიურ პურპურაზე (ITP) მანამდე ნამკურნალები პაციენტების სამკურნალოდ თრომბოციტების რაოდენობის გაზრდისა და სისხლდენის შემცირების ან პრევენციის მიზნით.

რევოლეიდი ნაჩვენებია ქრონიკული C ჰეპატიტის (HCV) ვირუსული ინფექციის მქონე პაციენტებში თრომბოციტოპენიის სამკურნალოდ :
ინტერფერონზე დაფუძნებული თერაპიის დასაწყებად
ინტერფერონზე დაფუძნებული თერაპიის ოპტიმიზაციისათვის.
რევოლეიდი ნაჩვენებია ციტოპენიის სამკურნალოდ მწვავე აპლასტიკური ანემიის (SAA)სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებიც არასაკმარისად რეაგირებენ იმუნოსუპრესორულ თერაპიაზე.

დოზა და მიღების წესი:

რევოლეიდის მიღების სქემა ინდივიდუალურად უნდა იქნას შერჩეული პაციენტის თრომბოციტების რაოდენობის გათვალისწინებით.

ღევოლეიდის მიღება უნდა მოხდეს ანტაციდების, რძის პროდუქტების ან პოლივალენტური კატიონის შემცველი მინერალური დანამატების (მაგ: ალუმინი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, სელენი და თუთია) მიღებიდან სულ მცირე ორი საათით ადრე ან ოთხი საათის შემდეგ (იხილეთ პარაგრაფი „ურთიერთმოქმედება“ და „ფარმაკოკინეტიკა-შეწოვა“).

რევოლეიდის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს მცირე ოდენობის (< 50 მგ) ან საერთოდ არ შეიცავს კალციუმს (იხილეთ პარაგრაფი - ურთიერთმოქმედება, ფარმაკოკინეტიკა).
ქრონიკული იმუნური (იდიოპათიური) თრომბოციტოპენია
გამოიყენეთ რევოლეიდის ყველაზე დაბალი დოზა თრომბოციტების რაოდენობის ჩ 50,000/მკლ-მდე მისაღწევად და შესანარჩუნებლად. დოზის რეგულირება დამოკიდებულია თრომბოციტების რაოდენობის რეაქციაზე. არ გამოიყენოთ რევოლეიდი თრომბოციტების რაოდენობის ნორმალიზებისთვის. კლინიკურ კვლევებში, თრომბოციტების რაოდენობა, ჩვეულებრივ, იზრდება რევოლეიდის დაწყებიდან 1-2 კვირაში და კლებულობს პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1-2 კვირაში.

საწყისი დოზის სქემა

6-დან 17 წლამდე ასაკის მოზრდილები და პედიატრიული პაციენტები
რევოლეიდის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 50მგ დღეში ერთხელ.
აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობის (როგორიცაა, ჩინელები, იაპონელები, ტაივანელები, კორეელები ან ტაილანდელები) 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზრდილებისა და პედიატრიული ITP პაციენტებისთვის, რევოლეიდის საწყისი დოზა უნდა იყოს 25 მგ დღეში ერთხელ (იხილეთ პარაგრაფი“კლინიკური ფარმაკოლოგია“, პარაგრაფი„პაციენტის სპეციალური პოპულაციები“).
1-დან 5 წლამდე ასაკის პედიატრიული პაციენტები
რევოლეიდის რეკომენდებული საწყისი დოზა 25 მგ-ია დღეში ერთხელ.
აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობის (როგორიცაა, ჩინელები, იაპონელები, ტაივანელები, კორეელები ან ტაილანდელები) პედიატრიული ITP პაციენტებისთვის, რევოლეიდის მიღება უნდა დაიწყოს 25 მგ დოზით დღეში ერთხელ (იხილეთ პარაგრაფი „კლინიკური ფარმაკოლოგია“, პარაგრაფი „სპეციალური პოპულაციები“).

მონიტორინგი და დოზის რეგულირება
1-დან 17 წლამდე ასაკის მოზრდილები და პედიატრიული პაციენტები
რევოლეიდის მიღების დაწყების შემდეგ, დაარეგულირეთ დოზა თრომბოციტების რაოდენობის ≥ 50,000/მკლ-მდე მისაღწევად და შესანარჩუნებლად, რაც აუცილებელია სისხლდენის რისკის შესამცირებლად. არ გადააჭარბოთ დღიური დოზა 75 მგ-ს.
რევოლეიდით მკურნალობის პერიოდში რეგულარულად უნდა შემოწმდეს კლინიკური ჰემატოლოგია და ღვიძლის ფუნქცია, ხოლო რევოლეიდის დოზა უნდა დარეგულირდეს თრომბოციტების რაოდენობის მიხედვით, როგორც ეს 1 ცხრილშია მოცემული. რევოლეიდით თერაპიის დროს სისხლის საერთო ანალიზი (CBC), თრომბოციტების რაოდენობისა და პერიფერიული სისხლის ნაცხის ჩათვლით, უნდა შეფასდეს ყოველკვირეულად, სანამ თრომბოციტების რაოდენობა (≥ 50,000/მკლ სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში) სტაბილურ მდგომარეობას არ მიაღწევს. ამის შემდეგ, CBC-ი, თრომბოციტების რაოდენობისა და პერიფერიული სისხლის ნაცხის ჩათვლით, უნდა შემოწმდეს ყოველთვიურად.

უკუჩვენებები:
არცერთი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
რევოლეიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება სხვა თრომბოციტოპენიურ პირობებში, ქიმიოთერაპიით ინდუცირებული თრომბოციტოპენიისა და მიელოდისპლაზიური სინდრომების (MDS) ჩათვლით, დადგენილი არ არის.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გლაქსო ველქომი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ელტრომბოპაგ ოლამინი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი