შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი --1000 მგ
ჩვენება: - მეტაბოლური აციდოზი განვითარებული სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ინტოქსიკაციების, სხვადასხვა ინფექციის, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში და თირკმლის დიალიზის შემდგომ. - ანტაციდური მოქმედება და სიმპტომების გაუმჯობესება გასტროდუოდენალური წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობის დროს. - პოდაგრის შეტევის პრევენცია.
დოზირება და მიღების წესი: პერორალურად 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ. მაქსიმალური დღიური დოზა 5 გ.
ძირითადი გაფრთხილებები:
სიფრთხილით ინიშნება •+პაციენტებში გულის უკმარისობით, შეშუპებით, შარდის გამოყოფის შემცირებით ან ანურიით. •მომატებული მჟავიანობის მკურნალობისას აციდოზის კორექციის და კარბონატული გაღიზიანების შესამცირებლად რეკომენდებულია კომბინაცია სხვა ანტაციდებთან. •ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ტუტე რეაქციის მომატება (ჰემატურია, ღებინება, სისხლდენა, გაუწყლოება), ამიტომ საჭიროა დაინიშნოს სიფრთხილით. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.