გალფერი კაფსულა 305მგ #100

გალფერი კაფსულა 305მგ #100

დიდი ბრიტანეთი

თორნტონ და როსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება ერთ კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305მგ (ექვივალენტურია 100მგ რკინის ელემენტის). სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ჟელატინი, ქინოლინის ყვითელი (E104), ინდიგოტინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127).

ჩვენება: გალფერის კაფსულები გამოიყენება რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ და პრევენციისათვის. ისინი შეიცავენ რკინას რკინის ფუმარატის სახით.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება სხვა პრობლემები სისხლში რკინის შემცველობასთან დაკავშირებით (მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ რკინის დაგროვებას რბილ ქსოვილებში ან ერითროციტებთან დაკავშირებული პრობლემები); თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის წყლული ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები; თუ პაციენტს ჩატარებული აქვს განმეორებითი სისხლის ტრანსფუზია; აღენიშნება ანემია, რომელიც არ იყო დაკავშირებული რკინის დაბალ დონესთან; თუ პაციენტი იკეთებს რკინის ინექციებს; თუ პაციენტს უკეთდება დიმერკაპოლის ინექციები მეტალებით მოწამვლის გამო; თუ პაციენტი 12 წელზე ნაკლები ასაკისაა.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება: შეიცავს რკინას, ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან დოზის გადაჭარბება შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური.

მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: პრევენცია: 1 კაფსულა ერთხელ დღეში. მკურნალობა: 1 კაფსულა ორჯერ დღეში. დაუშვებელია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს: აღენიშნება კუჭის წყლულის ანამნეზი; ჩატარებული აქვს კუჭის ნაწილობრივი ან მთლიანი რეზექცია; აღენიშნება ვიტამინების დეფიციტი, განსაკუთრებით, B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავის დეფიციტი; არის მამაკაცი, რადგან რკინის დეფიციტი უფრო ნაკლებად აღინიშნება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და ამიტომ მიზეზები საჭიროებს დამატებით კვლევას.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის, შესაძლო დაორსულების ან ლაქტაციის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. დაუშვებელია გალფერის კაფსულების მიღება ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული. ორსულობის დროს ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავის მიღება. ექიმი გაუწევს პაციენტს კონსულტაციას ამის შესახებ. ექიმმა საჭიროების შემთხვევაში გალფერის კაფსულები შეიძლება დანიშნოს ლატქციის კვების დროს.

მიღების წესი: მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის წინ მშიერ კუჭზე, შესაძლებლობის შემთხვევაში. თუ გალფერის კაფსულები იწვევენ დისპეფსიას, მათი მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ; ზოგიერთმა საკვებმა, როგორიცაა ჩაი, კვერცხი და რძე, შეიძლება დააქვეითონ ორგანიზმის მიერ შეწოვილი რკინის რაოდენობა. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ რომელი საკვების მიღება არ არის რეკომენდებული; გალფერის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიონ განავლის მუქი შეფერილობა. ეს მოვლენა ახასიათებს რკინის შემცველ მედიკამენტებს; მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება რკინის დეფიციტის აღმოფხვრიდან 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ექიმი განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შეწყდეს მედიკამენტით მკურნალობა; გალფერის კაფსულების გამოყენება ბავშვებში უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის ტოქსიკური აკუმულაცია და ამიტომ საჭიროებს ექიმის მიერ ყურადღებით კონტროლს.

მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: რკინის დეფიციტის პრევენცია: ერთი კაფსულა ერთხელ დღეში. რკინის დეფიციტის მკურნალობა: ერთი კაფსულა ორჯერ დღეში.შენახვის წესი: ინახება გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
თორნტონ და როსი
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი
ჯენერიკი
რკინის ფუმარატი
დოზა
305მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი