ფოლიუმის მჟავა, მეთილკობალამინი, იოდი და D ვიტამინი.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მნიშვნელოვანია საკვები ნივთიერებების ჯეროვანი მარაგი. რეკომენდებულია ქალბატონებმა,რომლებიც გეგმავენ ორსულობას მიიღონ საკვები დანამატები რომლებიც შეიცავენ ფოლიუმის მჟავას/მეთილფოლატს( =ან > 400მკგ) ფოლატებით მდიდარ დიეტასთან ერთად. ფოლიუმის მჟავა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ორსულობის დროს უჯრედების დაყოფისა და სისხლწარმოქმნის პროცესში, ასევე ქსოვილების ფორმირებაში.
ფოლატრო შეიცავს Qუატრეფოლიც-ს, ფოლიუმის მჟავის ბიოაქტიურ სტაბილურ ფორმას, 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის (5-MთHF) სახით. B12 ვიტამინი უზრუნველყოფს ერითროციტების წარმოებასა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. D 3 ვიტამინი აუცილებელია ძვალ-სახსროვანი და იმუნური სისტემის ნორმალური მუშაობისათვის. იოდი უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ გამომუშავებასა და მის ნორმალურ ფუნქციონირებას.