პროდუქტის შესახებ
კომბინირებული პრეპარატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები
შემადგენლობა:
რკინის გლუკონატი 360 მგ
ფოლიუმის მჟავა 350მკგ
ვიტამინი B12 3 მკგ
ვიტამინი C 60 მგ
რკინის გლუკონატი
რკინის გლუკონატი არაორგანული მარილებისგან განსხვავებით უკეთ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მასში წარმოდგენილია ორ ვალენტიანი რკინა (ჟ.ხ. Fe2+). ენტეროციტებს აქვთ უნარი შებოჭონ (Fe2+) იონები და მათი შეწოვა მით უფრო აქტიურად ხდება, რაც უფრო გამოხატულია რკინის დეფიციტი ორგანიზმში. რკინის გლუკონატი ხასიათდება იონიზაციის კონსტანტის დაბალი მაჩვენებლით ( რაც უფრო დაბალია იონიზაციის კონსტანტის მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია მისი შეწოვის უნარი). არ ლექავს ცილებს, არ არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პროტეოლიზურ აქტივობას, არ იწვევს ღებინებას, კუჭის სპაზმს, შეკრულობასა და დიარეას უმრავლეს პაციენტებში. რკინის გლუკონატის დაშლის (დისოციაციის) პროდუქტს წარმოადგენს გლუკონის მჟავა, რომელიც თავისი ბუნებით სუსტი მჟავაა და pH-ზე გავლენას ნაკლებად ახდენს.
ფოლიუმის მჟავა აქტიურ მონაწილეობას იღებს სისხლმბადი ორგანოების ფუნქციების რეგულაციის პროცესებში, ახდენს ანტიანემიურ მოქმედებას მაკროციტული ანემიის დროს. ასევე დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ნაწლავების ფუნქციებზე, ღვიძლში ზრდის ქოლინის შემცველობას და ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას. ფოლიუმის მჟავა უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას. ხელსუწყობს სისხლის თეთრი უჯრედების ნორმალურ წარმოქმნას და ფუნქციონირებას. ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორსულობის პერიოდში. არეგულირებს ემბრიონის ნერვული უჯრედების ფორმირებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის.
ვიტამინი B12 მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლმბადი ორგანოების ფუნქციონირებაში: მონაწილეობას ღებულობს პურინის და პირიმიდინის ფუძეების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია ერითროპოეზის პროცესისათვის, აქტიურად მოქმედებს ერითროციტებში ისეთი ნაერთების დაგროვებაზე, რომლებიც შეიცავს სულფჰიდრილურ ჯგუფებს. ვიტამინი B12 აგრეთვე მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესებში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს. აძლიერებს ორგანიზმში პროტეინების სინთეზს და დაგროვებას, შესაბამისად ახდენს ანაბოლურ მოქმედებას.
ვიტამინი C მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება, მისი მიღება ხდება მხოლოდ საკვებთან ერთად. ვიტამინი C მონაწილეობას იღებს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესების რეგულირებაში; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას. მონაწილეობას იღებს რკინის, ფოლიუმის მჟავის, ჰისტამინის მეტაბოლიზმში, კარბოჰიდრატების უტილიზაციაში, ლიპიდების, პროტეინების, კარნიტინის სინთეზში, იმუნურ პროცესებში. ვიტამინი C–ს გააჩნია ანტიაგრეგაციული და გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები.
საკვებ ნივთიერებებში რკინა არსებობს Fe3+ იონების სახით. ასკორბინის მჟავა კუჭის მჟავა გარემოში Fe3+ აღადგენს Fe2+-მდე და ქმნის მდგრად ნაერთს, რომელიც მედეგია მჟავა გარემოსადმი და შეიწოვება ნაწლავის ეპითელიუმის მიერ.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი, ბავშვთაასაკი 8 წლამდე.
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, შეკრულობა ან დიარეა.
გამოშვების ფორმა: ფერნიქსილი № 30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
123901
ჯენერიკი
რკინის გლუკონატი+ფოლის მჟავა+ვიტ ბ-12+ვიტ ც