ფენილინი ტაბლეტი 30მგ #20

ფენილინი ტაბლეტი 30მგ #20

უკრაინა

ზდაროვიე ნაროდუ
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საეთაშორისო დასახელება - Phenindionum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები
ფენილინი (სინონიმი: Phenindionum, Athrombon, Trombosol და სხვა)-2-ფენილინდანდიონი-1,3. თეთრი ან მოთეთრო ფერის კრისტალები. იგი მედიცინაში გამოიყენება თეთრი ან მოთეთრო-კრემის ფერის ტაბლეტების სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფენილინი მიეკუთვნება არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტურ საშუალებას, რომელიც მოქმედებს სისხლის შედედებაზე. იგი იწვევს ჰიპოპროთრომბინემიას, რომელიც განპირობებულია ღვიძლში პროთრომბინის და აგრეთვე VII, IX და X ფაქტორების წარმოქმნის დარღვევასთან. სისხლის შედედების ფაქტორების კონცენტრაციის დაქვეითება აღინიშნება მისი მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 24-30 სთ-ის შემდეგ. ნეოდიკუმარინთან შედარებით ფენილინის კუმულაციური ეფექტი უფრო მაღალია.

ჩვენება:
ფენილინს უნიშნავენ სისხლის შედედების ხანგრძლივად დასაქვეითებლად მიოკარდიუმის ინფარქტის დროს თრომბოზების, თრომბოფლებიტების, თრომბოემბოლური გართულებების, იშემიური (მაგრამ არა ჰემორაგიული) ინსულტების, სხვადასხვა ორგანოების ემბოლური დაზიანებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ქირურგიულ პრაქტიკაში პრეპარატი გამოიყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში თრომბოზის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს ნიშნავენ პერორალურად. პირველ დღეს გამოიყენება დღეღამური დოზით 0,12-0,18 გ (3-4 მიღებაზე), მეორე დღეს – დღეღამური დოზით 0,09-0,15 გ, მომდევნო დღეებში – 0,03-0,06 გ დღეში სისხლში პროთრომბინის დონის მიხედვით (პროთრომბინის ინდექსს ინარჩუნებენ 40-50% ფარგლებში). მოზრდილებში პერორალურად მისაღები დოზა შეადგენს: ერთჯერადად – 0,05 გ, დღერამური – 0,2 გ.
თრომბოემბოლური გართულებების პროფილაქტიკისათვის პრეპარატი გამოიყენება 0,03 გ-1-2-ჯერ დღეში.
მწვავე თრომბოზების დროს ფენილინი ინიშნება ჰეპარინთან კომბინაციაში.
ფენილინით მკურნალობას ახორციელებენ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ სისხლში პროთრომბინისა და სხვა სისხლის შემადედებელი ფაქტორების სისტემატური კვლევებით.

გვერდითი მოვლენები:
ფენილინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, კერძოდ დერმატიტი, სხეულის ტემპერატურის მომატება, დიარეა, გულისრევა, ჰეპატიტი, სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის დათრგუნვა. ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება ხელისგულების ნარინჯისფრად შეღებვა, ხოლო შარდის - ვარდისფრად, რაც დაკავშირებულია ფენილინის ქიმიურად გარდაქმნასთან და არ წარმოადგენს საშიშროებას.
ფენილინის გამოყენებამ შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს სისხლდენა, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და კუნთებში ვიკასოლის დაუყოვნებლივი შეყვანა (1-2 მლ 1%-იანი ხსნარის 3-ჯერ შეყვანა), ვიტამინ P –ს ან რუტინის, ასკორბინის მჟავასა და კალციუმის ქლორიდის დანიშვნა. ჩვენების მიხედვით ატარებენ ახალი შესაბამისი ჯგუფის სისხლის გადასხმას ჰემოსტატური დოზით (75-100 მლ).

წინააღმდეგჩვენება:
ფენილინის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია სისხლში 70%-ზე ქვემოთ პროთრომბინის დონის არსებობისას, ჰემორაგიული დიათეზის და სხვა დაავადებების დროს, რომელთა თანმხლებია სისხლის შედედების დაქვეითება, სისხლძარღვების განვლადობის მომატება, ორსულობის დროს. აგრეთვე თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ავთვისებიანი სიმსივნის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებების, პერიკარდიტების დროს. ფენილინის დანიშვნა მენსტრუაციის პერიოდში (პრეპარატის მიღების წყვეტენ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 2 დღით ადრე) და მშობიარობის პირველ დღეებში. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ზდაროვიე ნაროდუ
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ფენინდიონი
დოზა
30მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი