დიცინონი ტაბლეტი 250მგ #100

დიცინონი ტაბლეტი 250მგ #100

სლოვენია

ლეკი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ეტამზილატი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ეტამზილატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა სისტემური ჰემოსტატიკები
გამოყენების ჩვენებები
ქირურგიაში
წინა- და ოპერაციის შემდგომი კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა ყველა რთული ოპერაციის დროს ან ოპერაციებისას კარგად ვასკულიზებულ ქსოვილებზე: ოტოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, მეანობაში, უროლოგიაში, სტომატოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში ან პლასტიკურ და აღდგენით ქირურგიაში.

თერაპიაში
ნებისმიერი წარმოშობის და ლოკალიზაციის კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ჰემატურია, სისხლიანი ღებინება, მელენა, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან.

გინეკოლოგიაში
მეტრორაგია, პირველადი მენორაგია ან საშვილოსნოს შიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებით გამოწვეული მენორაგია, ორგანული პათოლოგიის არ არსებობის დროს.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- მწვავე პორფირია.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
თუ პრეპარატი ინიშნება ჭარბი და/ან ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენების შესამცირებლად და ამასთან სასურველი ეფექტის მიღწევა ვერ ხერხდება, აუცილებელია გამოირიცხოს ყველა სხვა პათოლოგიის არსებობა, რომელსაც ამგვარი მდგომარეობის გამოწვევა შეუძლიათ.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიით, როგორიცაა გალაქტოზის გადაუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ორსულობა და ძუძუთი კვება
კლინიკური მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ვერ გამოავლინეს რაიმენაირი პირდაპირი ან ირიბი ტოქსიკურობა, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა ორსულობაზე, ემბრიონალურ, ფეტალურ და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე. გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს სიფრთხილით.
პრეპარატის დედის რძეში შეღწევის უნარის თაობაზე მონაცემების არ არსებობასთან დაკავშირებით, ძუძუთი კვება მკურნალობის დროს არ შეიძლება. თუკი ძუძუთი კვება გრძელდება, მაშინ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
დოზები და გამოყენების წესი
შინაგანად მისაღები.
მოზრდილები და მოზარდები
ოპერაციის წინ: 1-2 ტაბლეტი დიცინონი 250 მგ (250-500 მგ) ერთი საათით ადრე ქირურგიულ ჩარევამდე.
ოპერაციის შემდეგ: 1-2 ტაბლეტი დიცინონი 250 მგ (250-500 მგ) ყოველ 4-6 საათში მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ შენარჩუნებული იქნება სისხლდენის რისკი.
თერაპიაში: ჩვეულებრივ 2 ტაბლეტი დიცინონი 250 მგ (500 მგ) 2-3-ჯერ დღე-ღამეში (1000-1500 მგ) ჭამის დროს, მცირეოდენი წყლის დაყოლებით.
გინეკოლოგიაში მენო-მეტრორაგიისას: 2 ტაბლეტი დიცინონი 250 მგ (500 მგ) 3-ჯერ დღე-ღამეში (1500 მგ) ჭამის დროს, მცირეოდენი წყლის დაყოლებით. მკურნალობას იწყებენ ხუთი დღით ადრე მენსტრუაციული სისხლდენის სავარაუდო დაწყებამდე და აგრძელებენ 10 დღის განმავლობაში.
ბავშვები
მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით
პაციენტებში ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობით კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ასეთი პაციენტებისთვის დიცინონის ტაბლეტების 250 მგ დანიშვნისას.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25რС ტემპერატურაზე სინათლის და ტენისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

გაცემის პირობები
გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტის მიხედვით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლეკი
ქვეყანა
სლოვენია
ჯენერიკი
ეტამზილატი
დოზა
250მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი