გულყვითელა ნაყენი 40მლ ფლაკონი #1

გულყვითელა ნაყენი 40მლ ფლაკონი #1

ლატვია

რიგის ფარმაცევტული ქარხანა
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
გულყვითელა

ჩვენებები:
გულყვითელას ნაყენი გამოიყენება ადგილობრივად ანტისეპტიური საშუალების სახით ინფიცირებული (ჩირქოვანი) ჭრილობების, ნაკაწრების, კანის დამწვრობებისა და პირის ღრუს, ღრძილების (სტომატიტი, გინგივიტი), ხახისა და ნუშურა ჯირკვლების (ფარინგიტი ანგინა) ლორწოვანი გარსების ანთების დროს, პერორალურად – ნაღვლმდენი საშუალების სახით სანაღვლე გზების დისკინეზიების, ქოლანგიტებისა და ქოლეცისტიტების (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) დროს.

დოზირება:
გულყვითელას ნაყენს ღებულობენ პერორალურად ჭამამდე 15-30 წუთით ადრე, განაზავებენ რა მცირე რაოდენობით თბილ ანადუღარ წყალში. თუ არ არსებობს ექიმის მკურნალობის სხვა სქემა, უფროსებისათვის რეკომენდებულია ნაყენის 10-20 წვეთი დღეში 3-4-ჯერ 1 თვის განმავლობაში. ბავშვებს 12 წელს ზემოთ – ნაყენის 1 წვეთი 1 წელზე გადაანგარიშებით.
პირის გამოსარეცხად გულყვითელას ნაყენის 1 ჩაის კოვზს განაზავებენ თბილი ანადუღარი წყლის ჭიქაში. გამოიყენება აპლიკაციების სახით პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიბს ანთების დროს.
ადგილობრივი აპლიკაციებისათვის პრეპარატის გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია კანის დაზიანების ხასიათზე და დგინდება ექიმის მიერ.

უკუჩვენებები:
გულყვითელას ნაყენი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში ეთილის სპირტი შედის, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ასევე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და ქალებში ორსულობის პერიოდსა და ძუძუთი კვების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +15რC-დან +25რC-მდე ტემპერატურის პირობებში.
შენახვისას დასაშვებია ნალექის განვითარება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რიგის ფარმაცევტული ქარხანა
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
გულყვითელა
ფორმა
ნაყენი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
40მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი