გამოიყენება სისხლდენის გარეშე არსებული ზედაპირული ჭრილობებისა და დაზიანებების, კანის ზედაპირული ანთებისა და გაღიზიანების, მწერის ნაკბენისა და მზისგან დამწვრობის სამკურნალოდ.
აქტიური სუბსტანცია არის ალუმინის აცეტატის ტარტრატის ბორატის ხსნარი 15.0 მგ 1 გ მალამოში.
სხვა ინგრედიენტებია: ლავანდის ზეთი, ქოლესტერინი, მყარი პარაფინი, გლიცერინი 85%, შალის ცვილი, თხევადი პარაფინი, სუფთა წყალი, ყვითელი ვაზელინი, ჰიპრომელოზა.
ალზოლის მალამოს აქტიურ ინგრედიენტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება სისხლდენის გარეშე არსებული ზედაპირული ჭრილობებისა და დაზიანებების, კანის ზედაპირული ანთებისა და გაღიზიანების, მწერის ნაკბენისა და მზისგან დამწვრობის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გამოიყენება ზედაპირული ნაწოლების სამკურნალოდ და საფენებით გამოწვეული დერმატიტის (საფენის მოხმარების არეში სიწითლისა და გამონაყარის) პრევენციისა და მკურნალობისათვის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ალზოლის მალამოს გამოყენების შესახებ კვლევის მონაცემები არ არსებობს. ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიშეიძლება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ალუმინის იმავე რაოდენობას, რასაც ალზოლის მალამოს მთლიანი ტუბი, სავადაუდოა, რომ ალზოლის მალამოს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოა.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ალზოლის მალამო გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ალზოლის მალამო გამოიყენება მხოლოდ კანზე.
მალამო უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ორჯერ ან სამჯერ.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ალზოლის მალამო, მოიცილეთ დაზიანებული კანიდან (მოიწმინდეთ).
თუ დაგავიწყდათ ალზოლის მალამოს გამოყენება, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ მკურნალობა გამოყენებისა და დოზირების შესახებ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ 25 C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ალზოლის მალამო არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.