შემადგენლობა: ერთი ფლაკონი შეიცავს: ცეფტრიაქსონის ნატრიუმს BP, რომელიც 1000 მგ ცეფტრიაქსონის ეკვივალენტურია. სულბაქტამის ნატრიუმს BP, რომელიც 500 მგ სულბაქტამის ეკვივალენტურია.
ჩვენებები: - ბაქტერიული მენინგიტი - არაჰოსპიტალური პნევმონია - ჰოსპიტალური პნევმონია - სასუნთქი გზების ინფექციები - საშარდე გზების გართულებული ინფექციები - კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები - ქირურგიული მიდამოს ინფექციების პრე-ოპერაციული პროფილაქტიკა - პრე-ორერაციული ერთჯერადი დოზის შეყვანამ შეიძლება შეამციროს - პოსტოპერაციული ინფექციის ალბათობა.
დოზირება და გამოყენების წესი: დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, პათოგენის მგრძნობელობაზე, ინფექციის ლოკალიზაციასა და ტიპზე, პაციენტის ასაკზე, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციაზე. ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად.
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები (≥ 50 კგ) თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 1-2 გ ცეფტრიაქსონს ეკვივალენტურია, ინიშნება ერთხელ დღეში (ან ორჯერ დღეში თანაბრად გაყოფილი დოზით, 12 საათიანი ინტერვალით). დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და მდგომარეობის სიმძიმეზე. (ცეფტრიაქსონის ჯამური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ-ს). ა ხალშობილები, ჩვილები და 12 წლამდე ბავშვები: შემდეგი დოზირების სქემა რეკომენდებულია ერთხელ დღეში გამოყენებისთვის: ახალშობილები (14 დღემდე): 20-50 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთხელ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს სხეულის მასაზე. ჩვილები და ბავშვები (15 დღიდან 12 წლამდე): 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთხელ დღეში.
გამოყენების წესი: ცეფტრიაქსონის და სულბაქტამის შეყვანა შესაძლებელია ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.