შემადგენლობა: 1) თითო ფლაკონი შეიცავს: ცეფტრიაქსონის ნატრიუმს , სულბაქტამს
2) თითო ამპულა შეიცავს: ლიდოკაინის ინექციას BP 1% (2მლ)
მოქმედების მექანიზმი:
ვეცეფის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის მუკოპეპდის ბიოსინთეზის დათრგუნვით.
ჩვენება: . ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები . ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები . მენინგიტი, სეფსისი, სეპტიცემია . შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები . ინტრააბდომინალური ინფექციები: პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი . კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები . ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში . თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაცების დროს პერიოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობებლობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ
ახალშობილებსა და ბავშვებში ვეცეფის დოზირება განისაზღვრება მასში შემავალი ცეფტრიაქსონის დოზის მიხედვით: 2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის ერთჯერადი სადღეღამისო დოზაა 20-50 მგ/კგ წონაზე დღეში. 2 თვის ასაკიდენ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 20-80 მგ/ კგ წონაზე დღეში.
გამოყენების წესი: ი/მ შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის ვეცეფის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1 % ლიდოკაინს ხსნარში და ღრმად შეჰყავთ კუნთში.
შენახვა: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.