სეპინი-1000 ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1
სეპინი-1000 ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1

სეპინი-1000 ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ ფლაკონი #1

ინდოეთი

ლაბ. ზეე
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - cefepime
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ცეფალოსპორინები → მეოთხე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა
საინიექციო პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს ცეფეპიმის 1 გ-ს და L-არგინინს - პH 4.0-6.0 ფარგლებში შესანარჩუნებლად.

ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით); საშარდე გზების ინფექციები (გაურთულებელი და გართულებული); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ინტრააბდომინალური ინფექციები (პერიტონიტისა და სანაღვლე გზების ინფექციის ჩათვლით); გინეკოლოგიური ინფექციები; სეპტიცემია; ნეიტროპენიული ცხელება (ემპირიული თერაპიის სახით); ბაქტერიული მენინგიტი ბავშვებში; ღრუ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევისას ინფექციის განვითარების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები
ცეფეპიმით მკურნალობის დაწყება დასაშვებია გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციამდეც. პრეპარატის დოზის შერჩევას და შეყვანის გზას ადგენენ გამომწვევის მგრძნობელობის, ინფექციის სიმძიმის, ასევე ავადმყოფის თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით. პრეპარატის ვენაში ინიექცია, უპირატესად მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს (შოკის საშიშროებისას) გამოიყენება.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი
ვენაში საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსი (1გ ცეფეპიმი) იხსნება 10 მლ საინიექციო სტერილურ წყალში, 5% გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. ცეფეპიმი ვენაში შეყავთ 3-5 წთ-ის განმავლობაში. ვენაში გადასასხმელად სისტემის გამოყენებისას ცეფეპიმი უნდა შეუთავსონ სხვა გადასასხმელ ხსნარს და შეიყვანონ არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში. ცეფეპიმის ხსნარი კონცენტრაციით 1-40 მგ/მლ შეთავსებადია შემდეგ ხსნარებთან: 0,9% ნატრიუმის ქლორიდი ინიექციისათვის, 5% ან 10% გლუკოზის ხსნარი ინიექციისათვის, M/6 ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი, 5% დექსტროზის ხსნარი ინიექციისათვის, რინგერის ხსნარი. კუნთში საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსი (1გ ცეფეპიმი) იხსნება საინიექციო სტერილურ წყალში, 5% გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარში, საინიექციო ბაქტერიოსტატურ წყალში პარაბენით ან ბენზილის სპირტით, 0,5% ან 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.

გვერდითი მოვლენები
ცეფეპიმი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი ეფექტები ვლინდება იშვიათად და ძირითადად საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან ან ალერგიული რეაქციების სახით ვლინდება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, გულისრევა, ღებინება, კოლიტი, ტკივილი მუცლის არეში; ალერგიული რეაქციები: კანის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ანემია, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, ტუტე ფოსფატაზასა და საერთო ბილირუბინის დონის მატება, დადებითი კუმბსის რეაქცია ჰემოლიზის გარეშე. სხვადასხვა: სხეულის ტემპერატურის მომატება, ვენაში ინიექციის დროს - ფლებიტი, ანთებითი რეაქცია, კუნთში ინიექცის დროს - ანთებითი რეაქცია ან ტკივილი.

უკუჩვენება
ცეფეპიმისა და L-არგინინისადმი, ასევე ცეფალოსპორინების რიგის პრეპარატების, პენიცილინების და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ზეე
ქვეყანა
ინდოეთი
ჯენერიკი
ცეფეპიმის ჰიდროქლორიდი
დოზა
1000მგ
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი