გამოიყენება ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიების მიერ, რომლებიც მგრძნობიარეა მისი მოქმედების მიმართ.
1 ამპულა 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი 100% ლინკომიცინზე გადაანგარიშებით - 300 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი; ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.
ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ბაქტერიების მიერ, რომლებიც მგრძნობიარეა მისი მოქმედების მიმართ, განსაკუთრებით მძიმე დაავადებების მკურნალობისას, რომლებიც გამოწვეულია მითითებული მიკრობებით, რომლებიც მდგრადია სხვა ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ.
ლინკომიცინის ჰიდროქლორიდი ინიშნება მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური სეპტიცემიბის, პნევმონიის დროს (განსაკუთრებით სტაფილოკოკური), კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციების, წითელი ქარის, ჩირქოვანი პლევრიტის, სისხლძარღვებსა და გულზე ოპერაციების შემდეგ სეპტიკური გართულებების, შუა ყურის ანთებების, სეპტიკური ენდოკარდიტების, ართრიტების დროს, დამატებითი სამკურნალწამლო საშუალების სახით დიფტერიის მკურნალობისას.
ლინკომიცინი ინიშნება ინტრამუსკულარული და ინტრავენური ინექციის გზით.
მოზრდილებისთვის:
მოზრდილებისთვის - ინტრამუსკულარულად 600 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. ინტრავენურად წვეთოვანი გზით შეჰყავთ 600 მგ ნატრიუმის ქლორიდის ან გლუკოზის იზოტონური ხსნარის 250 მლ-ში 2-3-ჯერ დღე-ღამეში (ინფუზიის ხანგრძლივობაა - მინიმუმ ერთი საათი).
ბავშვებისთვის:
ბავშვებისთვის ინტრავენურად წვეთოვანი გზით (სიჩქარით 60-80 წვეთი / წთ) შეჰყავთ დოზით 10-20 მგ/კგ ყოველ 8-12 საათში ერთხელ. ლინკომიცინის სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის შეყვანისას 15-30 მგ / კგ შეადგენს და ორჯერ შეიყვანება 12 სთ-იანი ინტერვალით.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების კლინიკური მიმდინარეობით და, როგორც წესი, 7-14 დღეს შეადგენს.
თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის დროს ლინკომიცინი ინიშნება დოზით, რომელიც შეადგენს ჩვეულებრივი დოზის 25-30%-ს (სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1,8 გ).
ორსულობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების მიხედვით); ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დარღვევებისას პრეპარატს იყენებენ სიფრთხილით შემცირებული დოზებით. ლინკომიცინი არ უნდა იქნეს გამოყენებული მიასთენიის დროს. პრეპარატი არ უნდა იქნეს დანიშნული ლაქტაციის დროს (აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა ძუძუს რძეში), ბავშვთა ასაკი - 1 თვემდე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.