ერთი მლ ხსნარი შეიცავს: ადამიანის ნორმალურ იმუნოგლობულინს - 50 მგ-ს (სისუფთავე სულ მცირე 95% IgG) ერთი 20 მლ ფლაკონი შეიცავს: 1 გ ადამიანის ნორმალურ იმუნოგლობულინს ერთი 50 მლ ფლაკონი შეიცავს: 2,5 გ ადამიანის ნორმალურ იმუნოგლობულინს ერთი 100 მლ ფლაკონი შეიცავს: 5 გ ადამიანის ნორმალურ იმუნოგლობულინს ერთი 200 მლ ფლაკონი შეიცავს: 10 გ ადამიანის ნორმალურ იმუნოგლობულინს
ჩანაცვლებითი თერაპია მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში (0-18 წელი) შემდეგში: - ანტისხეულების წარმოქმნის დარღვევით მიმდინარე პირველადი იმუნოდეფიციტის სინდრომები (PID) - მეორეული იმუნოდეფიციტი (SID) პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ან მორეციდივე ინფექციები, არაეფექტური ანტიმიკრობული მკურნალობა ან სპეციფიკური ანტისხეულების დადასტურებული უკმარისობა (PSAF)* ან შრატში IgG დონე <4 გ/ლ - PSAF = პნევმოკოკური პოლისაქარიდული და პოლიპეპტიდური ანტიგენის ვაქცინების მიმართ IgG ანტისხეულების ტიტრის სულ მცირე 2-ჯერ გაზრდის არარსებობა
იმუნომოდულაცია მოზრდილებში, ბავშვებსა და მოზარდებში (0-18 წელი) შემდეგში მდგომარეობების დროს: - პირველადი იმუნური თრომბოციტოპენია (ITP) სისხლდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ან ოპერაციამდე - თრომბოციტების რაოდენობის კორექტირება - გილენ-ბარეს სინდრომი - კავასაკის დაავადება - ქრონიკული ანთებითი დემიელინიზებული პოლირადიკულონეიროპათია (CIDP) - მულტიფოკალური მოტორული ნეიროპათია (MMN)
დოზირება:
დოზა და დოზირების რეჟიმი დამოკიდებულია ჩვენებაზე. დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, კლინიკური პასუხის მიხედვით. სხეულის მასაზე დაფუძნებული დოზა შეიძლება საჭიროებდეს კორექტირებას ნაკლებწონიან ან ჭარბწონიან პაციენტებში. რეკომენდაციის სახით მოცემულია შემდეგი დოზირების რეჟიმი.
შენახვის განსაკუთრებული გაფრთხილებები : ინახება მაცივარში (2 C-8 C). ინახება ბავშვებისგან მიუწდომელ ადგილას. გამოყენებამდე და ვარგისობის ვადის განმავლობაში 50, 100 და 200 მლ-ნი ფლაკონი შესაძლებელი იყოს შენახული ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტესს 25 C, მაქსიმუმ 6 თანმიმდევრული თვის განმავლობაში. ამ პერიოდის შემდეგ პროდუქტი უნდა იყოს განადგურებული. თუ პროდუქტი ინახებოდა ოთახის ტემპერტურაზე, აღარ ჩადოთ ის მაცივარში. ოთახის ტემპერატურაზე შენახვის ვადის დაწყება უნდა უყოს დატანილი კოლოფზე. არ გაყინოთ.