გარდასილი 9-ვალენტიანი ი/მ სუსპენზია საინექციო 0.5მლ/1დოზა მზა შპრიცი #1
გარდასილი 9-ვალენტიანი ი/მ სუსპენზია საინექციო 0.5მლ/1დოზა მზა შპრიცი  #1

გარდასილი 9-ვალენტიანი ი/მ სუსპენზია საინექციო 0.5მლ/1დოზა მზა შპრიცი #1

საფრანგეთი

მერკ შარპი და დოუმ იდეა
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Vaccine Human Papillpmavirus
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაქცინები
გარდასილი – ეს არის ვაქცინა (ინექცია), რომელიც ეხმარება ორგანიზმს, დაიცვას თავი ადამიანის პაპილომავირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპით გამოწვეული შემდეგი პათოლოგიებისგან:
• საშვილოსნოს ყელის კიბო (საშვილოსნოს ქვედა ნაწილის კიბო);
• საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური და კიბოსწინარე მდგომარეობები (ანუ საშვილოსნოს ყელის უჯრედების ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სიმსივნეში), გამოვლენილი პაპანიკოლაუს ტესტით;
• გენიტალური მეჭეჭები (კონდილომები);
• საშოს და ვულვის (გარეთა სასქესო ორგანოების) კიბო.
გარდასილი შეიცავს შემდეგ არააქტიურ ნივთიერებებს:
ალუმინი ამორფული ალუმინის ჰიდროქსისულფატის ადიუვანტის სახით – 225მკგ, ნატრიუმის ქლორიდი – 9.56მგ, L - ჰისტიდინი – 0.78მგ, L -ჰისტიდინი – 80-50მკგ, ნატრიუმის ბორატი – 35მკგ, წყალი ინექციისთვის. გარდასილი გამოშვებულია ფლაკონებში, ერთი ფლაკონი შეიცავს ერთ დოზას – ვაქცინის 0.5მლ-ს.
შეფასების თანახმად, ვაქცინაციის გარეშე სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი ცხოვრების მანძილზე ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით. დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან ნებისმიერი ასაკის ქალები და მამაკაცები, რომლებიც მონაწილეობენ ნებისმიერი სახის სქესობრივ ცხოვრებაში, როდესაც ადგილი აქვს გენიტალურ კონტაქტს. ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა ამ სახის კონტაქტისგან თავის შეკავება.
აპვ-ით ინფიცირებულთა უმეტესობას კლინიკური სიმპტომატიკა არ აქვს, ამიტომ ისინი გაუცნობიერებლად გადასცემენ მას.
ვაქცინა გარდასილი ნაჩვენებია 9-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ან/და 18-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში. ვაქცინაცია ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ტარდება ადამიანის პაპილომავირუსთან კონტაქტამდე. ამიტომ თქვენ აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და გაიგოთ შეიძლება თუ არა თქვენი ვაქცინაცია.
ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც:
• აქვს ალერგია ვაქცინის ნებისმიერ შემადგენელ ელემენტზე, მათ შორის არააქტიურ ნივთიერებაზე;
• წარმოეშვა ალერგიული რეაქცია ვაქცინის თუნდაც ერთი დოზის შეყვანის შემდეგ.
გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ჩატარდეს თუ არა ვაქცინაცია გარდასილით უნდა მიიღოს ექიმმა.
• თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს, რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ალერგია ვაქცინაზე;
• გაქვს სისხლის შედედების დარღვევა, ამიტომ თქვენთვის უკუნაჩვენებია ინექცია ხელში;
• გაქვთ ტემპერატურა 37.8რ-ზე მაღალი;
• ხართ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას;
• თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ რაიმე წამალს, მათ შორის არა რეცეპტურულს;
• თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა, მაგალითად გენეტიკური დეფექტის ან აივ-ინფექციის გამო.
ადამიანის პაპილომავირუსი ფართოდ გავრცელებულ ვირუსებს მიეკუთვნება. არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის უამრავი ტიპი, ზოგი მათგანი უსაფრთხოა, ხოლო ზოგი იწვევს სასქესო ორგანოების დაავადებებს. ადამიანთა უმეტესობა თვითგანიკურნება ინფექციისგან, ხოლო თუ ეს არ მოხდა, ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო, კიბოსწინარე მდგომარეობები ან გენიტალური კონდილომები.
ვაქცინა გარდასილი შეჰყავთ ინექციის გზით. თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ვაქცინის სამ დოზას. იდეალურია შემდეგი სქემა:
• პირველი დოზა: დღე, რომელიც თქვენ აირჩიეთ თქვენს ექიმთან ერთად;
• მეორე დოზა: პირველი დოზის მიღებიდან 2 თვის შემდეგ;
• მესამე დოზა: პირველი დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
არსებობს ადამიანის პაპილომავირუსის 100 ტიპზე მეტი. ვაქცინა გარდასილი იცავს 6, 11, 16 და 18 ტიპებისგან, ვინაიდან სწორედ ისინი იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს 70% და გენიტალური კონდილომების 90%.
ისევე როგორც ყველა სხვა ვაქცინა, გარდასილი ყველა ვაქცინირებულს ვერ იცავს და არ გამორიცხავს პაპილომავირუსის სკრინინგის აუცილებლობას.
ვაქცინა გარდასილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში 9 წლის ასაკიდან.
გამოყენება ორსულობის შემთხვევაში
უცნობია შეუძლია თუ არა ვაქცინას ნაყოფისთვის ვნების მოტანა ორსული ქალის იმუნიზაციის შემთხვევაში. ორსულობის შემთხვევაში ექიმი წყვეტს აუცილებელია თუ არა იმუნიზაცია.
ქალებმა, რომლებიც დაორსულდნენ 3-დოზიანი ვაქცინაციის კურსის დასრულებამდე, უნდა დაასრულონ ვაქცინაცია ბავშვის დაბადების შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
მერკ შარპი და დოუმ იდეა
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
ვაქცინა პაპილომა ვირუსის
დოზა
0.5მლ/1დოზა
ფორმა
სუსპენზია საინექციო
შეფუთვა
მზა შპრიცი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი