ფლაგილი ტაბლეტი 500მგ  #20

ფლაგილი ტაბლეტი 500მგ #20

თურქეთი

ზენტივა

ფლაგილი გამოიყენება ამებიაზის, შარდსასქესო სისტემის ტრიქომონიაზის, არასპეციფიკური ვაგინიტს დროს.

პროდუქტის შესახებ

ფლაგილი ტაბლეტი 500მგ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტრონიდაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები სორბიტოლი 37,50 მგ

თერაპიული ჩვენებები:

იგი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციებისთვის, რომლებიც გამოწვეულია დადასტურებული მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • ამებიაზი
  • შარდსასქესო სისტემის ტრიქომონიაზი
  • არასპეციფიკური ვაგინიტი
  • ჟიარდიაზი
  • მგრძნობიარე ანაერობული ორგანიზმებით გამოწვეული სამედიცინო-ქირურგიული ინფექციების მკურნალობა
  • ინფექციების პრევენცია, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ოპერაციების დროს მგრძნობიარე ანაერობულ მიკროორგანიზმებთან კონტაქტის მაღალი რისკის გამო


დოზირება, გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა:

ამებიაზი:
მოზრდილები: 1,5გრ დღეში, გაყოფილი 3 დოზად.

ბავშვები: 30-40 მგ/კგ/დღეში, დაყოფილი სამ დოზად. არ უნდა აღემატებოდეს 2400 მგ დღეში. ღვიძლის ამებიაზის დროს, აბსცესის სტადიაში, მეტრონიდაზოლით მკურნალობა უნდა ჩატარდეს აბსცესის დრენაჟთან ერთად. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ზედიზედ 7 დღის განმავლობაში.

ტრიქომონიაზი:

ქალებში (ტრიქომონალური ურეთრიტი და ვაგინიტი): ერთჯერადი დოზა 2 გრამი (4 ტაბლეტი).
იმ შემთხვევაშიც კი თუ მეუღლეს არ აღენიშნება Trichomonas vaginalis ინფექციის სიმპტომები და ლაბორატორიული ტესტები არ იძლევა დადებით შედეგს, აუცილებელია პარტნიორებში ერთობლივი მკურნალობის ჩატარება.

გიარდიაზი:

მოზრდილები: 750 მგ-დან 1 გ-მდე დღეში ზედიზედ 5 დღის განმავლობაში
ბავშვები 10-დან 15 წლამდე: 500 მგ/დღეში

არასპეციფიკური ვაგინიტი:

500 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში

ინფექციების მკურნალობა ანაერობული ორგანიზმებით (როგორც პირველი არჩევანი ან შემდგომი მკურნალობა):

მოზრდილები: 1-1,5 გ/დღეში
ბავშვები: 20-30 მგ/კგ/დღეში


ქირურგიული ქიმიოპროფილაქტიკა:

ლიტერატურაში გამოქვეყნებული კვლევები არ იძლევა ქირურგიული პროფილაქტიკისთვის იდეალური პროტოკოლის დადგენის საშუალებას. მეტრონიდაზოლი უნდა იქნას გამოყენებული ენტერობაქტერიების წინააღმდეგ ეფექტურ პრეპარატთან ერთად. 500 მგ ყოველ 8 საათში იძლევა საკმარის ეფექტს ოპერაციამდე დაახლოებით 48 საათით ადრე შეყვანისას. ბოლო დოზა უნდა იქნას მიღებული ოპერაციამდე მინიმუმ 12 საათით ადრე. ვინაიდან ქიმიოპროფილაქსიის მიზანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბაქტერიული ინოკულაციის თავიდან აცილება ოპერაციის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში პრეპარატის (მინიმუმ პერორალურად) მიცემის გაგრძელებას არ აქვს სარგებელი. იმავე პროტოკოლის მიხედვით, 20-დან 30 მგ/კგ/დღეში უნდა დაინიშნოს ბავშვები.

გამოყენების მეთოდი:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად. მისი მიღება შესაძლებელია ცარიელ ან სავსე კუჭზე.

დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მძიმე უკმარისობისას დოზა და მიღების სიხშირე მეტრონიდაზოლის უკმარისობის ხარისხისა და შრატში დონის მიხედვით უნდა დარეგულირდეს. 

პედიატრიული პოპულაცია:

ბავშვებისთვის სასურველია FLAGYL-ის სუსპენზიის ფორმა.

გერიატრიული პოპულაცია:

ხანდაზმულებში რეკომენდებულია მისი გამოყენება სიფრთხილით. სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით მაღალი დოზების გამოყენებისას.


უკუჩვენებები:

  • არ შეიძლება გამოყენება პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
  • ორსულობის პირველი ტრიმესტრი

შენახვა:

​ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ზენტივა
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
მეტრონიდაზოლი
დოზა
500მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი