გამოიყენება: ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შეიცავს ცეფიქსიმს. მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები. ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის სპეციალურად მზადდება ბავშვებისთვის. ბოთლი შეიცავს ფხვნილს, რომელსაც თქვენი ფარმაცევტი შეურევს წყალს. სუსპენზია არის მარწყვის არომატით და მზადაა გამოსაყენებლად. ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფექციებს: • ყურის • ცხვირის, სინუსის (სინუსიტი) • ყელის (ტონზილიტი, ფარინგიტი) • ბრონქები და ფილტვები (მაგალითად, ბრონქიტი და პნევმონია) • საშარდე გზების (როგორიც არის ცისტიტი და თირკმელების ინფექციები)
სუსპენზია შეიცავს: საქაროზა: ეს არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ არ ხართ ტოლერანტული შაქარის მიმართ გაესაუბრეთ ექიმის მიღებამდე.
მიღების წესი: ყოველთვის გამოიყენეთ ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზია ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თქვენ უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული. მოცემული მედიკამენტის რაოდენობა დამოკიდებული იქნება თქვენი ბავშვის წონასა და ასაკზე • მიეცით ეს წამალი თქვენს შვილს პირის ღრუს საშუალებით •ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის გამოდის გამზომი კოვზით, რომელსაც შეუძლია გაზომოს 3.75 მლ-დან 5 მლ-მდე. თქვენს შვილს მედიკამენტი მიეცით კოვზის გამოიყენეთებით. • დოზა შეიძლება მივიღოთ ერთ მიღებად ან გაყოთ ორად და მიიღოთ სხვადასხვა დროს. • თუ ფიქრობთ, რომ მედკამენტის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ თქვენი ბავშვის ექიმს.
ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი ფარმაცევტისგან. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მისცეთ დოზა. მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული დღის განმავლობაში. რამდენი უნდა მისცეთ
ჩვეულებრივი დოზაა: მოზრდილები, ხანდაზმულები და 10 წელზე უფროსი ასაკის ან წონაში 50 კგ-ზე მეტი ბავშვები • 10 მლ-დან 20 მლ ყოველდღე, ინფექციის მიხედვით 5-დან 10 წლამდე ბავშვები: 10 მლ ყოველდღე 1-დან 4 წლამდე ბავშვები: 5 მლ ყოველდღე ბავშვები 6 თვიდან 1 წლამდე: 3.7 მლ ყოველდღე თუ შეწყვეტთ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიცემას არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიცემა ექიმთან გასაუბრების გარეშე. ბავშვმა არ უნდა შეწყვიტოს ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავს უკეთესად გრძნობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რეციდივი და მდგომარეობის გაუარესება.
შენახვის პირობები: მომზადებული სუსპენზია შეინახეთ მაცივარში. არ გაყინოთ. წყლით შერევის შემდეგ, ცეფიქსიმი ორალური სუსპენზიის გამოყენება შეიძლება 14 დღის განმავლობაში. 14 დღის შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი სითხე უნდა დაუბრუნდეს თქვენს ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ფლაკონზე. არ უნდა მოხდეს მედიკამენტების უტილიზაცია საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოიახდინოთ იმ მედიკამენტის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შენახვა: შეინახეთ არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენიანისგან დაცულ ადგილას.