ბიცილინ-5 ი/მ ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად 1500000სე ფლაკონი #1
ბიცილინ-5 ი/მ ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად 1500000სე ფლაკონი #1

ბიცილინ-5 ი/მ ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად 1500000სე ფლაკონი #1

უკრაინა

კიევმედპრეპარატები
პროდუქტის შესახებ
ზოგადი დახასიათება:
თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის ფხვნილი;

შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს 1200000 სე სტერილურ ბენზათინ ბენზილპენიცილინს, 300000 სე სტერილური ბენზილპენიცილინის ნოვოკაინის მარილს.

წამლის ფორმა:
ფხვნილი ინექციის მოსამზადებლად ფლაკონებში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ მგრძნობიარე პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიცილინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ბენზილპენიცილინის მოქმედების სპექტრის ანალოგიურია. ბიცილინის მიმართ მგრძნობიარეა როგორც გრამდადებითი (Staphylococcus spp., გარდა პენიცილინაზას წარმომქმნელი, აგრეთვე Streptococcus spp., გარდა S. faecalis, Bacillus anthracis, Clostridium spp., Corynebacterium diphtheriae), ასევე გრამუარყოფითი კოკები (Neisseria gonorrhoae, Neisseria meningitidis), აგრეთვე Treponema pallidium.
პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადია გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობა, მიკობაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უმარტივესები. პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის გარსის მუკოპეპტიდების სინთეზის ინჰიბირებით.ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. აგრეთვე ბიცილინ-5-კმპ გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში რევმატიზმის რეციდივის პროფილაქტიკისათვის მთელი წლის განმავლობაში.

მიღების წესი და დოზირება:
ბიცილინი-5-კმპ შეყავთ მხოლოდ კუნთებში! ბიცილინი-5-კმპ-ს სუსპენზია მზადდება ასეპტიკურ პირობებში უშუალოდ გამოყენების წინ. პრეპარატის შემცველ ფლაკონში შეყავთ 5-6 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან საინექციო სტერილური წყალი, ან ნოვოკაინის 0,25-0,5 % ხსნარი. ფლაკონის შიგთავსს შეანჯღრევენ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე, რომელიც მოზრდილებში შეყავთ დუნდულოს ზემო გარეთა კვადრანტში ღრმად, 1 500 000 სე დოზით ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში პრეპარატი შეყავთ 600 000 სე დოზით 3 კვირაში ერთხელ, 8 წლის ასაკის ზევით ბავშვებში კი 1 200 000 სე დოზით ერთხელ 4 კვირაში. პრეპარატის ზემოთაღნიშნულ მიღების წესსზე ხშირი ინექციები უკუნაჩვენებია.უკუჩვენება:
პენიცილინის, სულფანილამიდებისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბრონქული ასთმა, ურტიკარია, თივის ცხელება და სხვა ალერგიული დაავადებები.შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს +200 C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

გაცემა:
რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კიევმედპრეპარატები
ქვეყანა
უკრაინა
ჯენერიკი
ბენზათილბენზილპენიცილინი
დოზა
1500000სე
ფორმა
ფხვნილი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი