ბენე ფაგი ხსნარი 20მლ #4

ბენე ფაგი ხსნარი 20მლ #4

საქართველო

ბიოტეკსი
პროდუქტის შესახებ
ბენე ფაგი

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: პრეპარატის 1 მლ შეიცავს ბაქტერიების: Streptococcus, Staphylococcus, E.Coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს.

ჩვენება: ბენე ფაგი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების საპრევენციოდ კომპლექსურ მკურნალობაში, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, შემდეგი მდგომარეობების დროს:
1. ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებები: რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი, ტრაქეიტი
2. ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია)
3. სინუსების ჩირქოვან-ანთებითი ინფექციები (ჰაიმორიტი, ფრონტიტი, რინოსინუსიტი)
4. პირის ღრუს ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები (სტომატიტი, გინგივიტი)
5. კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკული, კარბუნკული, აბსცესები, ჰიდროადენიტები, ღრმა ინფილტრატული კერები, პიოდერმიები
6. დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები
7. ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) ჩირქოვან-ანთებითი ინფექციები
8. ქირურგიული ოპერაციის დროს და შემდგომ, ჭრილობის დასამუშავებლად

მიღების წესი:
ასაკი დასალევად რექტალურად
6 თვემდე 5 მლ - დღეში ერთხელ 10 მლ - დღეში ერთხელ
6 თვიდან 1 წლამდე 5 მლ - დღეში 2-ჯერ 10 მლ - დღეში ერთხელ
1 წლიდან 3 წლამდე 5 მლ - დღეში 3-ჯერ 20 მლ - დღეში ერთხელ
3 წლიდან 8 წლამდე 10 მლ - დღეში 2-3-ჯერ 30 მლ - დღეში ერთხელ
8 წლის ზემოთ 20 მლ - დღეში 2-3-ჯერ 40 მლ - დღეში ერთხელ

შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები: ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას 2 С - 25 С - ტემპერატურაზე. ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის დახურული ტრანსპორტით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას ტრნასპორტირების მთელ პერიოდში.

ვარგისიანობის ვადა: სათანადო პირობების დაცვით პრეპარატი ვარგისია 2 წელი შეფუთვაზე მითითებული დამზადების თარიღიდან. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვადის გასვლის შემდეგ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოტეკსი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ბაქტერიების ლიზატი
ფორმა
ხსნარი
რაოდენობა შეფუთვაში
4
მოცულობა
20მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი