ბაქტიცეფი ი/ვ ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ+500მგ ფლაკონი #1
ბაქტიცეფი ი/ვ ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ+500მგ ფლაკონი #1

ბაქტიცეფი ი/ვ ი/მ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1000მგ+500მგ ფლაკონი #1

საქართველო

ბიოპოლუსი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითო ფლაკონი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ცეფტრიაქონი 1,0 გ (ცეფტრიაქსონი ნატრიუმის სახით), სულბაქტამი 0,5 გ (ნატრიუმის სულბაქტამის სახით).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება სისტემური გამოყენებისთვის. მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ცეფტრიაქსონი, კომბინაციები.

ჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა); ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის, მწვავე შუა ოტიტი); მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (პერიტონიტი, კუჭნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები, მათ შორის, ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა); თირკმლის და საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის, პიელონეფრიტი); სასქესო ორგანოების ინფექციები (მათ შორის, გაურთულებელი გონორეა); ძვლებისა და სახსრების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, ინფიცირებული ჭრილობები); ბაქტერიული მენინგიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი; ინფექციური დაავადებები დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში; ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი: ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, მომზადებისთანავე. ინტრამუსკულური ინექციისთვის 1,5 გ ფლაკონის შემადგენლობა უნდა განზავდეს 3,5 მლ 1 % ლიდოკაინის ხსნარში. რეკომენდებულიაარაუმეტეს 1,5 გ-ის შეყვანა ერთ დუნდულოში. ინტრავენური ინექციისთვის1,5 გ ფლაკონის შემცველობა უნდა განზავდეს 10მლ საინექციო წყალში; შეყვანა ხდება ნელა (2-4 წუთის განმავლობაში). ინტრავენური ინფუზია უნდა მიმდინარეობდეს არანაკლებ 30 წუთი. 1,5 გ ფლაკონის შემცველობა უნდა განზავდეს 40მლ საინფუზიო ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმის იონებს (მათ შორის, 5% გლუკოზას ხსნარი, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი). მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან: 1,5 გ - 3 გ დღეში ერთხელ, ან გაყოფილი 2 მიღებაზე (12 სთ-ში ერთხელ). დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 6 გ-ს. ახალშობილები (2 კვირაზე მეტი ხნის) და ბავშვები 12 წლამდე: 20-80 მგ.კგ ცეფტრიაქსონი (10-40 მგ.კგ სულბაქტამი) დღეში ერთხელ, ან გაყოფილი 2 მიღებაზე (12 სთ-ში ერთხელ). ბავშვები სხეულის წონით >50კგ ენიშნებათ მოზრდილების დოზა. ახალშობილები (2 კვირამდე): 20-50 მგ.კგ ცეფტრიაქსონი (10-25 მგ.კგ სულბაქტამი) დღეში ერთხელ, ან გაყოფილი 2 მიღებაზე (12 სთ-ში ერთხელ). დოზის გადაჭარბება დაუშვებელია 50 მგ.კგ-ზე (ცეფტრიაქსონი) მეტად. ინტრავნეური შეყვანა >50 მგ.კგ დოზის (ცეფტრიაქსონის პირობებში) უნდა მოხდესწვეთოვნად, ნელა (30-60 წუთის განმავლობაში). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევებში: მენინგიტი - ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში ახალშობილებსა და 12 წლამდე ასაკისბავშვებში მკურნალობა უნდა დაიწყოს 100 მგ.კგ-დან დღეში ერთხელ. მას შემდეგ, რაც დადგინდება გამომწვევი და მგრძნობელობა განისაზღვრება, დოზა შესაძლებელია შემცირდეს შესაბამისად. საუკეთესო შედეგები მიიღწეოდა მკურნალობის შემდეგი ხანგრძლივობისას: Neisseria meningitidis-ის შემთხვევაში 4 დღე; Enterobactericeae-ს შემთხვევაში კი 10-14 დღე. გონორეა: 250 მგ პრეპარატის ერთჯერადი ინტრამუსკულური შეყვანა. ოპერაციის შემდგომი ინფექციების პრევენცია: ინფექციის განვითარების რისკის ხარისხის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს 1,5 - 3 გ ერთხელ ინექცია 30-90 წუთის განმავლობაში ოპერაციის დაწყებამდე. თირკმლის დისფუნქცია: პრეტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის დროს, კრეატინინის კლირენსით <10 მლ.წთ, დღიური დოზები არ უნდა აჭარბებდეს 2 გ.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ცეფტრიაქსონის, სულბაქტამის, ასევე, ცეფალოსპორინების, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ; 41 კვირის დღენაკლულებში ნაყოფის განვითარების პირობების გათვალისწინებით; ჩვილი ბავშვები ჰიპერბილირუბინემიით, სიყვითლით, ჰიპოალბუმინემიით ან აციდოზით; ახალშობილებში კალციუმის შემცველი ხსნარების ინტრავენური შეყვანა; დაუშვებელია ლიდოკაინის შემცველი ცეფტრიაქსონის ხსნარების ინტრავენური შეყვანა.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის დროს უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოპოლუსი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ცეფტრიაქსონი+სულბაქტამი
დოზა
1000მგ+500მგ
ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი